სააგენტო „აწარმოე
საქართველოში“ BPO სექტორის
ლიდერების სამიტს
მასპინძლობს. ვიზიტის
ფარგლებში, საქართველოს
ბიზნეს სერვისებისა და
პროცესების დისტანციურად
მიწოდების მიმართულებით
წამყვანი საერთაშორისო
კომპანიების 20-მდე
წარმომადგენელი
ეწვია.სამიტი სააგენტოს
დირექტორმა - მიხეილ
ხიდურელმა გახსნა და
ღონისძიების სტუმრებს
საქართველოს საინვესტიციო
პოტენციალი გააცნო.
სააგენტოს ხელმძღვანელმა
ისაუბრა ყველა იმ უნიკალურ
შესაძლებლობასა და
უპირატესობაზე, რასაც
ქვეყანა ინვესტორებს
სთავაზობს.„მსოფლიოს
წამყვანი BPO კომპანიების
წარმომადგენლების
სტუმრობა საქართველოში
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
ქვეყნის მზარდ როლს ამ
ინდუსტრიაში. ქვეყანაში BPO
სექტორი წლიდან წლამდე
ვითარდება, რაშიც დიდი
წვლილი შეაქვს სააგენტოს
„აწარმოე საქართველოში“. 10
წლის წინ ეს პროცესი მცირე
მოცულობის პროექტებით
დაიწყო, დღეს კი ჩვენი
რამდენიმეწლიანი მუშაობის
შედეგად, საქართველოში
უკვე ოპერირებენ BPO
ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ
ხუთეულში შემავალი
კომპანიები, როგორიცაა TP და
Concentrix. ასეთი დიდი
კომპანიები საქართველოდან
ემსახურებიან Fortune 500-ის
წამყვან ბრენდებს,
ათასობით ადამიანს
ასაქმებენ და ქვეყანაში
ნერგავენ უმაღლეს
საერთაშორისო
სტანდარტებს“, - აღნიშნა
მიხეილ
ხიდურელმა.აღსანიშნავია,
რომ ვიზიტის მონაწილეებმა
თავად მოინახულეს
რამდენიმე მსხვილი
საერთაშორისო კორპორაცია -
მათ შორის „გირტეკა“ და
„ლინეატი“ და გაეცნენ მათ
საქართველოში საქმიანობის
გამოცდილებას.„ბოლო
რამდენიმე წლის მანძილზე,
საქართველო ჩამოყალიბდა
ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ
ჰაბად ბიზნეს სერვისებისა
და პროცესების
დისტანციურად მიწოდების
მიმართულებით. სააგენტო
მომავალშიც გააგრძელებს
აქტიურ კამპანიებს
საერთაშორისო ბაზრებზე —
როგორც პირდაპირი
მოლაპარაკებების გზით,
ასევე, მსოფლიოს წამყვან
გამოფენებსა და
კონფერენციებში
მონაწილეობით“, - განაცხადა
მიხეილ ხიდურელმა.