მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

Primetime.ge 2 დღის წინ 16
მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და დიპლომატებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიის მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა მათ მნიშვნელოვან და საპატიო საქმიანობაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია