საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი,
დელეგაციასთან ერთად, 18
მაისს ვატიკანში რომის
ახალი პაპის, ლეო XIV-ის
ინაუგურაციის ცერემონიას
დაესწრება.ახალი პაპი
კონკლავმა 8 მაისს აირჩია.
ამერიკელი კარდინალი
რობერტ ფრანცის პრევოსტი
პაპობაში ლეო XIV-დ
იწოდება.რომის პაპი
ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21
აპრილს გარდაიცვალა.
ანდერძის თანახმად,
პონტიფიკოსი რომის სანტა
მარია მაჯორეს ტაძარში
დაკრძალეს.მიხეილ
ყაველაშვილი ვატიკანში
პაპ ფრანცისკეს
დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.