
მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.