საქართველოს პრეზიდენტის
ოფიციალური ვიზიტი ბაქოში
გრძელდება. მიხეილ
ყაველაშვილი დღეს
შეხვედრას თავის
კოლეგასთან აზერბაიჯანის
რესპუბლიკის პრეზიდენტთან
გამართავს, რის შემდეგაც
ორივე პრეზიდენტის
ერთობლივი
პრესკონფერენცია
გაიმართება.დღესვე მიხეილ
ყაველაშვილი პარლამენტის
სპიკერს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის
მთავარი გზავნილებია ორი
ქვეყნის სტრატეგიული
პარტნიორობის ძირითადი
მიმართულებები და
სხვადასხვა სფეროში,
წარმატებული
თანამშრომლობა.ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ
ყაველაშვილი აზერბაიჯანის
რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრს უკვე
შეხვდა.