ჯანდაცვის მინისტრი
იაშვილის ბავშვთა
ცენტრალურ საავადმყოფოში
იმყოფებოდა. მიხეილ
სარჯველაძემ,
ონკო-ჰემატოლოგიურ
ცენტრში ბავშვები
მოინახულა და შობა-ახალი
წელი მიულოცა.ჯანდაცვის
მინისტრმა, აღნიშნა, რომ
ბავშვის საუკეთესო
ინტერესების დაცვა
სამინისტროს პრიორიტეტია.
ამ მიზნით, გაგრძელდება,
კიდევ უფრო განვითარდება
ის პროგრამები რაც
პაციენტებისთვის მაღალი
ხარისხის სამედიცინო
სერვისებზე
ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს.მინისტრმა
შობა-ახალი წელი მიულოცა
სამედიცინო პერსონალსაც
და აღნიშნა, რომ მათი
ძალისხმევა,
პაციენტებისთვის
საუკეთესო სამედიცინო
სერვისის მიწოდების
პროცესში
უმნიშვნელოვანესია.