„ქართველ კაცს რომ ეუბნები,
რომ ადამიანის უფლებების
პატივისმცემელი ყოფილა
ადეიშვილი - გასაგებია,
რასთან გვაქვს საქმე, ეს
არის ორმაგი სტანდარტი“,-
განაცხადა მიხეილ
სარჯველაძემ.მისივე
განმარტებით, არავითარი
ზღვარი სამოქალაქო
სექტორსა და პოლიტიკურ
პარტიებს შორის არ
არსებობს.„დღეს გავრცელდა
ინფორმაცია, რომ
ადეიშვილია ჩასული და დღეს
ის ქადაგებს დემოკრატიულ
ღირებულებებზე, ადამიანის
უფლებებზე. ქართველ კაცს
რომ ეუბნები, სულ რომ
„ნაციონალური მოძრაობის“
მომხრე იყოს, რომ ადამიანის
უფლებების პატივისმცემელი
ყოფილა ადეიშვილი, მასთან
ურთიერთობას იქონიებ და
სხვასთან არ იქონიებ -
გასაგებია რასთან გვაქვს
საქმე, ეს არის ორმაგი
სტანდარტი.მე ვშიშობ, რომ
ეს ბევრწილად
განპირობებული შეცდომით
აღქმებში, არასწორი
აღქმებია ჩამოყალიბებული
და ამ დამახინჯებას
მნიშვნელოვანწილად ხელი
შეუწყო იგივე იმ
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა,
რომლებზეც პირდაპირ
ვამბობთ.რად უნდა ან
ანტიკორუფციული სააგენტოს
დასკვნა რაიმე, ქართველი
ხალხი ვერ ხედავს, რომ
გიგაური პოლიტიკური
აქტორია? თუ
დეზინფორმაციას იმას
ვარქმევთ, რომ დღეს გიგაური
ნამდვილად პოლიტიკური
აქტორია და აბსოლუტურად
არავითარი ზღვარი აღარ
არსებობს სამოქალაქო
სექტორსა და პოლიტიკურ
პარტიებს შორის, რომლებიც
ოპოზიციაში გვხვდება.
ასეთთა შორის, ამ
სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენელს შორის,
დიახ, არის მაგალითად
გიგაური. ამას თუ
დეზინფორმაციას ვუწოდებთ,
მაშინ გასაგებია რა ხდება,
მაგრამ არ არის ეს
დეზინფორმაცია“, -
განაცხადა მიხეილ
სარჯველაძემ.