რატომ არ ელოდება ოპოზიცია
ეუთო ოდირის საბოლოო
დასკვნას - საკითხზე
კომენტარი ჯანდაცვის
მინისტრმა მიხეილ
სარჯველაძემ გააკეთა. მისი
თქმით, ოპოზიცია ცდილობს
მიჩქმალოს ის განცხადება,
რომელიც ეუთო/ოდირის
მისიამ არჩევნების მეორე
დღეს გააკეთა.„ყველაზე
ავტორიტეტულად ყოველთვის
მიიჩნეოდა ეუთო/ოდირი.
ოპოზიცია ცდილობს, რომ
მაქსიმალურად მიჩქმალოს
ის განცხადება, რომელიც
გაკეთდა და რომელმაც
პრაქტიკულად ყველა
წერტილი დასვა ყველა
წინადადების ბოლოს, ყველა
კითხვის ნიშანთან
დაკავშირებით, ძახილის
ნიშანი დასვა“, - განაცხადა
სარჯველაძემ.