მიხეილ სააკაშვილის
საქართველოში შემოპარვას
და გახარიას გადადგომას
ბრძანების ერთი მიმცემი
ჰყავდა და ერთი მიზანი
ჰქონდა, – ამის შესახებ
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა, რატი
იონათამიშვილმა
განაცხადა.დეპუტატმა 2021
წელს გიორგი გახარიას
თანამდებობიდან
გადადგომასთან
დაკავშირებით ბიძინა
ივანიშვილის განცხადებაზე
გააკეთა კომენტარი.მისი
თქმით, ეს იყო შემზადება
არეულობისთვის, რათა მეორე
ფრონტისთვის
გაემზადებინათ.„გიორგი
გახარია
პრემიერ-მინისტრის
თანამდებობიდან გარედან
მიღებული ბრძანების გამო
გადადგა – მიხეილ
სააკაშვილის საქართველოში
შემოპარვას და გახარიას
გადადგომას ერთი
ბრძანების მიმცემი ჰყავდა
და ერთი მიზანი ჰქონდა. ეს
იყო შემზადება
არეულობისთვის, ვიდრე
უკრაინაში ომი დაიწყებოდა,
რათა ჩვენი ქვეყანა მეორე
ფრონტისთვის
გაემზადებინათ.
საქართველო პოლიგონი უნდა
გამხდარიყო“, – განაცხადა
იონათამიშვილმა.ცნობისთვის,
„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარის,
ბიძინა ივანიშვილის
განცხადებით, გიორგი
გახარიას გადადგომა 2021 წელს
სწორედ საქართველოს ომში
ჩართვისთვის მომზადებას
უკავშირდებოდა, ვინაიდან
იცოდნენ, რომ „ქართული
ოცნება“ არ იომებდა და
მმართველი გუნდის ჩამოშლა
ჰქონდათ განზრახული, რამაც
შედეგი ვერ გამოიღო.