მიხეილ სააკაშვილის 2021 წლის პოლიტპატიმრებთან გათანაბრება არ შეიძლება - თუ ამ ქვეყანაში ვინმე პოლიტპატიმარია, ესენი არიან უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდები - ვიკა ფილფანი

Primetime.ge 4 საათი წინ 5
მიხეილ სააკაშვილის 2021 წლის პოლიტპატიმრებთან გათანაბრება არ შეიძლება - თუ ამ ქვეყანაში ვინმე პოლიტპატიმარია, ესენი არიან უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდები - ვიკა ფილფანი
ევროპარლამენტში გამართულ პერფორმანსს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტს მხარდაჭერად აფასებს, გახარიას გუნდში კი მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოფენა და მისთვის გამოცხადებული სოლიდარობა მათთვის მიუღებელია.მმართველი გუნდი კი რადიკალური გეგმების წახალისებაზე, ლობისტურ საქმიანობასა და კორუფციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ევროდეპუტატების ის ჯგუფი, რომელმაც პერფორმანსი გამართა, ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებს ახალისებს."ვის რა პერფორმანსიც უნდა, ის პერფორმანსი უნდა გააკეთოს. მიხეილ სააკაშვილზე ჩვენი პოზიცია, ძალიან დიდი ხანია, იცით. მისი გათანაბრება 2021 წლის პოლიტპატიმრებთან არ შეიძლება. თუ ამ ქვეყანაში ვინმე პოლიტპატიმარია, ესენი არიან უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდები. შესაბამისად, თუ ვინმე გასათავისუფლებელია დროულად და სასწრაფოდ, არიან ეს ახალგაზრდები", - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი."ეს იყო საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის აქტი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შემოიფარგლებიან მხოლოდ ასეთი სოლიდარობის გამოხატვის აქტებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ უფრო ქმედითი და უფრო აქტიურები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში", - აცხადებს კოალიცია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია