მიხეილ სააკაშვილი: აფრასიძეების ბანდამ უამრავი ადამიანი გააუბედურა, განსაკუთრებით სვანეთში. მათ ჩადენილი აქვთ უამრავი მკვლელობა, ძარცვა და გაუპატიურება

News.ge 1 დღე წინ 5
მიხეილ სააკაშვილი: აფრასიძეების ბანდამ უამრავი ადამიანი გააუბედურა, განსაკუთრებით სვანეთში. მათ ჩადენილი აქვთ უამრავი მკვლელობა, ძარცვა და გაუპატიურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“აფრასიძეების ბანდამ უამრავი ადამიანი გააუბედურა, განსაკუთრებით სვანეთში. მათ ჩადენილი აქვთ უამრავი მკვლელობა, ძარცვა და გაუპატიურება.

ვაზაგაშვილი იყო მკვლელი და ყაჩაღი. ამ კრიმინალების უამრავი მსხვერპლი ან მსხვერპლის ოჯახი ცოცხალია და სულ უფრო ხმამაღლა იღებს ხმას. ამ ხმას დიქტატურა ვერ ჩაახშობს. მოძალადეების, მანიაკალური მკვლელების გამთეთრებლები აუცილებლად იწვნევენ მარცხს.

მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე”,_ წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სრულად წაიკითხეთ სტატია