შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის პროგნოზით, 2025
წელს საქართველოში შრომის
პროდუქტიულობა 5,86%
გაიზრდება, რაც
გამორჩეულად მაღალი
მაჩვენებელია, - განაცხადა
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოადგილემ,
მიხეილ დუნდუამ.„მსოფლიოს
საშუალო დონეს აღემატება
2,5-ჯერ, ევროკავშირის - 3-ჯერ
და ერთ დასაქმებულზე
მთლიანი შიდა პროდუქტის
მაჩვენებელი 56 641
საერთაშორისო დოლარს
გადააჭარბებს, რაც კარგი
მაჩვენებელია და
მიუთითებს, რომ
წლიდან-წლამდე საქართველო
აგრძელებს პროგრესს,
იზრდება ეკონომიკა,
იზრდება შრომის
პროდუქტიულობა, რაც
ღირსეული დასაქმების
ერთ-ერთი მთავარი
მანიშნებელია, - აღნიშნა
დუნდუამ.შრომის
პროდუქტიულობის
საპროგნოზო პროგრესით
საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო ხუთეულშია.