გია ვერ ეგუებოდა იმ
ხელისუფლებას, რა თქმა უნდა
ის ყველაფერი შეუგუებელი
იყო - განაცხადა გია
კრიალაშვილის დამ, ლია
კრიალაშვილმა,
საზოგადოებრივი მოძრაობა
„ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს“ განცხადების
შეფასებისას, რომლის
თანახმად, არჩევნების
შემდეგ „ნაციონალური
მოძრაობის“
ანტიკონსტიტუციურად
გამოცხადების
პარალელურად, მათ
ამომრჩევლებსაც უნდა
დაეკისროთ
პასუხისმგებლობა.„ის, რომ
მაშინ იყო გამოსვლები,
კარვები იყო გაშლილი, იმ
ხელისუფლებას უნდოდა ამ
ყველაფრის ჩახშობა. ბიჭებს
მოსთხოვეს, რომ დაერბიათ
კარვები და გასულიყვნენ
აღლუმზე, ბიჭებმა უარი
თქვეს ამ
ყველაფერზე.„მიწიდან
ამოიღეთ გია და მიხედეთო“,
მიწიდან ამოღება ნიშნავდა
ლიკვიდაციის ბრძანების
გაცემას. მერე ვანო
მერაბიშვილმა
დააგვირგვინა და ღიად
მოითხოვა ორი გვამი.
პირდაპირ ქუჩაში
ჩაცხრილეს და მოიცილეს
გია.ჩვენი ასაკის ხალხს
გვახსოვს რასაც ჩადიოდნენ
და სისხლის კალოებს
აყენებდა ის ხელისუფლება
ქუჩებში, მაგრამ
ახალგაზრდებმა უნდა
იცოდნენ ეს ყველაფერი“, -
აღნიშნა ლია კრიალაშვილმა.