მთელმა საზოგადოებამ რომ
თავისი თვალით იხილა რომ ეს
ადამიანები ყველანაირად
ცდილობენ, რომ რაღაც ფორმით
მოახდინონ თავისი ბმა ახალ
ადმინისტრაციასთან,
მაგრამ ეს შეუძლებელია, -
განაცხადა განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე,
უმრავლესობის წევრმა გივი
მიქანაძემ ოპოზიციის
წარმომადგენლების მიერ
ტრამპის ინაუგურაციაზე
გამგზავრებაზე.„უპრინციპო
ადამიანების მორიგი
მცდელობაა ჩვენი
საზოგადოება შეიყვანონ
შეცდომაში, რაც ამჯერადაც
არ გამოუვიდათ.
საზოგადოებას პირველ
რიგში ახსოვს ის ხმამაღალი,
საჯარო განცხადებები,
რომელსაც ეს ადამიანები
პრეზიდენტ ტრამპთან
მიმართებაში მისი პირველი
ვადით პრეზიდენტობის დროს
ამბობდნენ. პირდაპირ
ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი
ტრამპი არის რუსული
პროექტი და მას სხვადასხვა
შეურაცხმყოფელი
ეპითეტებით
მოიხსენიებდნენ. ეს
საზოგადოებას არ
დავიწყებია, დარწმუნებული
ვართ, რომ არც პრეზიდენტს
ტრამპს და მის
ადმინისტრაციას. მთელმა
საზოგადოებამ რომ თავისი
თვალით იხილა რომ ეს
ადამიანები ყველანაირად
ცდილობენ, რომ რაღაც ფორმით
მოახდინონ თავისი ბმა ახალ
ადმინისტრაციასთან,
მაგრამ ეს შეუძლებელია“, -
აღნიშნა მიქანაძემ.აშშ-ში
საგანგებოდ გამგზავრებული
ზურაბიშვილი და
ოპოზიციონერები
საინაუგურაციო დარბაზს
მიღმა აღმოჩნდნენ.
შეერთებული შტატების 47-ე
პრეზიდენტის ინაუგურაციის
პროცესს სალომე
ზურაბიშვილი თვალს
კაპიტოლიუმის ფოიეში
დამონტაჟებულ მონიტორზე
ადევნებდა. მამუკა
ხაზარაძე და ბადრი
ჯაფარიძე კი ინაუგურაციის
მიმდინარეობისას, ღია ცის
ქვეშ იმყოფებოდნენ.