„მისო ინტელექსპრესი“ 121,100 ლარით დააჯარიმდა

News.ge 2 კვირის წინ 22
„მისო ინტელექსპრესი“ 121,100 ლარით დააჯარიმდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სს „მისო ინტელექსპრესი“ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ჯამში 121,100 ლარით დააჯარიმეს.
სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრების შემადგენლობა ასეთია: თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სურგულაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ქეთევან ქართველიშვილი, წევრი: თეიმურაზი კუცია. გენერალური დირექტორი კი დავით თავართქილაძეა.
მარეგულირებლის განმარტებით, კომპანიის მიერ რეგულაციების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კონკრეტულად:
· 8,000 ლარი – ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 4 შემთხვევაზე;
· 100 ლარი – ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენისთვის;
· 36,000 ლარი – მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის 18 შემთხვევისთვის;
· 4,000 ლარი – არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 შემთხვევისთვის;
· 15,000 ლარი – 5 კლიენტთან დაკავშირებით თანხის წარმომავლობის შესაბამისი შესწავლის არგანხორციელებისთვის;
· 18,000 ლარი – 9 კლიენტთან მიმართებით საქმიანობის მიზნისა და ხასიათის დასადგენად პრევენციული ზომების არგადადგმისთვის;
· 4,000 ლარი – კიდევ 4 შემთხვევისთვის, სადაც კომპანიამ არასწორი ინფორმაცია წარადგინა ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმებში.

სრულად წაიკითხეთ სტატია