მისასალმებელია, რომ
ანგარიშში მოხვდა
წყალტუბოში „ნაციონალური
მოძრაობის“ აქტივისტის
თავდასხმის შედეგად
„ქართული ოცნების“ წევრის
ერმილე გიგიაძის
გარდაცვალების ფაქტი, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ გორგასლის
ოფისში გამართულ
ბრიფინგზე საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
არჩილ გორდულაძემ.მან
საზოგადოებას ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
მიერ, 26 ოქტომბერს დაგეგმილ
საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით მომზადებული
შუალედური ანგარიში
გააცნო.„მნიშვნელოვანია,
რომ საერთაშორისო
საზოგადოებამ კარგად
დაინახოს ცივილურობის
ნიღაბს ამოფარებული
ოპოზიციის რეალური სახე“, -
აღნიშნა არჩილ
გორდულაძემ.„ქართული
ოცნების“ გორგასლის
ოფისში, საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
არჩილ გორდულაძემ
ბრიფინგი გამართა,
რომელზეც ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ
საპარლამენტო არჩევნების
შუალედურ ანგარიშზე
ისაუბრა.