ახალგაზრდა ასაკში
გარდაცვლილი, მამა
თეიმურაზ ქორიძის
ბავშვობის მეგობარი და
შვილის ნათლია, თენგო
ბატონისაშვილი ჟურნალ
„სარკეს“ ესაუბრა.მამა
თეიმურაზის ბავშვობის
მეგობარი იხსენებს, რომ
ახალგაზრდა მამაოს
მანამდეც ბევრი ადამიანი
იცნობდა, თუმცა მას შემდეგ
რაც ავად გახდა ის მთელმა
საქართველოს გაიცნო და
შეიყვარა:„მის საფლავზე
ყოველდღიურად უამრავი
ადამიანი მოდის, როდესაც
ჩავდივართ გამორიცხულია,
რომ ვინმე არ მოვიდეს და არ
გვითხრას, რომ დაესიზმრა,
გამოეცხადა, რის შემდეგაც
ესა თუ ის პრობლემა
მოუგვარდათ… ერთი
ქალბატონი ჰყვება,
ჩავარდნილი ვიყავი, ვიწექი.
ღამით დამესიზმრა, რაღაც
მომაწოდა და მერე დღეს
ფეხზე წამოვდექიო, ამის
მერე კი მამაოს საფლავზე
მოვიდა.თავის სულიერ
შვილებს სიზმარშიც
ეცხადება და ზოგს
ანუგეშებს. ზოგს სრულიად
უცხოს დაესიზმრა… ბევრი
ნანობს, რომ მამაოს
სიცოცხლეში მისი გაცნობა
ვერ მოასწრო. მანამდეც
ბევრი იცნობდა, მაგრამ ავად
რომ იყო, მას შემდეგ მთელმა
საქართველოს გაიცნო“ –
ამბობს თენგო
ბატონისაშვილი ჟურნალთან
„სარკე“.