მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის და „იმედის“ ჟურნალისტებზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ვინც ეს ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას დიდი ფასი არ აქვს - პრემიერი

Primetime.ge 2 კვირის წინ 7
მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის და „იმედის“ ჟურნალისტებზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ვინც ეს ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას დიდი ფასი არ აქვს - პრემიერი
მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო დროის, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „პოსტვ“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტები თავის დროზე არავინ არ დაგმო.„მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის ჟურნალისტის, ქალბატონი სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, ახალგაზრდა, 20 წლის გოგოს, რომელსაც პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და მიაყენეს უმძიმესი შეურაცხყოფა. ეს ძალადობა თავის დროზე არა თუ არავის არ დაუგმია, პირიქით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიური კონტექსტში ამ ვიდეოკადრებს და მახსოვს, დაახლოებით 3 000 „ლაიქი“ დაუგროვდა შესაბამის ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი რადიკალი ხელოვანის მიერ, რომელიც ხელოვნების სფეროში შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ არ ეყო კაცობა იმისათვის, რომ ქალზე ძალადობის ვიდეო პოზიტიურ კონტექსტში არ გაეზიარებინა. გამაოგნებელი ის არის, რომ 3 000-მა ადამიანმა მოიწონა, ესენი არიან „ნაცები“, რა თქმა უნდა, ჟურნალისტზე ძალადობა გმირთა მოედანზე. მინდა შეგახსენოთ მეგი ნარსავიძის შემთხვევა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, არც არის გასული ერთი თვე, ვიხილეთ ვაკეში, თუ არ ვცდები მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა ეს ძალადობა, ამ შემთხვევაშიც, მოძალადე ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე, დაახლოებით 100-200 ადამიანი. აქაც, პრაქტიკულად, ალყაში იყო მოქცეული „იმედის“ ჟურნალისტი და მის მიმართ განხორციელდა უმძიმესი ძალადობა. მახსოვს, აქ ტარდებოდა ბრიფინგი, მე ვატარებდი ბრიფინგს, როდესაც აქვე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტელევიზიების ჟურნალისტებს ვთხოვეთ დაეგმო მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ ძალადობა, არცერთმა არ დაგმო. რა თქმა უნდა, ასეთი ორმაგი სტანდარტი არის სრულიად მიუღებელი. ასევე თქვენ გახსოვთ „პოსტვ“-ის ჟურნალისტზე, ნათია ბერიძეზე და მის ოპერატორზე უხეში თავდასხმა. ამ თავდასხმის ავტორი იყო მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი „ნაციონალი“ ზონდერი, რომელიც ახლა არის გვარამიას პარტიის წევრი. იყო ძალიან უხეში ფორმით გამოხატული თავდასხმა, როგორც ნათია ბერიძეზე, ასევე მის ოპერატორზე, თუმცა იქაც არავითარი დაგმობა ჩვენ არ გვახსოვს.შემდეგი, გივი კუჭავა, ეს არის „იმედის“ ჟურნალისტი, რომელზეც ორკებმა იძალადეს რამდენიმე დღის წინ და არავითარი რეაქცია არ ყოფილა ამაზე. ბესო გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელსაც ერთ-ერთმა ორკმა, ნიღბიანმა დამიზნებით სახეში ესროლა ე.წ. პიროტექნიკა და გადარჩა ეს ოპერატორი იმით, რომ მას ხელში ეჭირა კამერა და დაუზიანდა მხოლოდ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებდა ძალიან მძიმე დაზიანებას, ძალიან მძიმე დამწვრობას. არავითარი რეაგირება ამასთან დაკავშირებით, არა თუ რეაგირება, არა თუ დაგმობა, არავითარი გაშუქებაც კი არ გვიხილავს ძალადობის ამ ფაქტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტები. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში „ნაცები“ და მათი ტელევიზიები, მათ NGO-ები ამ ფაქტებს, როგორც უკვე ვთქვი, აზიარებდნენ და იწონებდნენ. ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს, ეს მინდა გითხრათ. ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიაზროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია