მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია, დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 18
მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია, დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი - შალვა პაპუაშვილი
მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი, რომ ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ერთგულია დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილმა კომენტარ გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი გუშინდელ მიმართვაზე, სადაც მაკრონი ამბობს, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება და საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს.“პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში – საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე.„ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი. სამწუხაროდ, ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში – საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. დარჩება ის ერთგული ევროკავშირის ფასეულობებისა, თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის, ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს, სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება და მიყვება არა დემოკრატიის, არამედ სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის გზას. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, ხოლო თავისი გულით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრონ თუ როგორი ხელისუფლება იქნება საქართველოში და არა ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განმსაზღვრელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა მაკრონის განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, არსებობს გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა.„საქართველოს ოპოზიციას პარლამენტში აქვს 61 მანდატი. 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები. პოლიტიკური ველი ამით გადაიტვირთა. ყველამ მიიღო წონა მხარდაჭერისა, რაც აქვს საზოგადოებაში და ყველამ უნდა აღიაროს დემოკრატია. მათ შორის, დიალოგის რესურსი, პოლიტიკური ბატალიების თუ დებატების სივრცე, ეს არის პარლამენტი. ამიტომ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ნება უნდა იბოძოს და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტი და აქ არის ის არენა, სცენა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია