საქართველოს პრემიერი
ირაკლი კობახიძე
მოქალაქეებს ახალ წელს
ულოცავს."გილოცავთ ახალ
წელს!გილოცავთ ჩვენი
ქვეყნის თითოეულ შვილს,
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
თითოეულ მკვიდრს,
საზღვარგარეთ მცხოვრებ
ჩვენს თანამემამულეებს!2024
წელი იყო მრავალი სირთულით
სავსე ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს კვლავაც
უწევდა უთანასწორო ბრძოლა
მშვიდობის,
დამოუკიდებლობისა და
ეროვნული თვითმყოფადობის
დასაცავად; უწევდა ბრძოლა
გარედან თავს მოხვეული
სიძულვილის
წინააღმდეგ.თუმცა, მთავარი
ისაა, რომ საქართველო 2024
წელს ყველა ბრძოლაში
გამარჯვებული გამოვიდა.
საქართველომ გაიმარჯვა 26
ოქტომბრის რეფერენდუმშიც,
სადაც ქართველი ხალხი
მტკიცედ დადგა
თავისუფლების,
დამოუკიდებლობის,
მშვიდობის, ღირსების,
კეთილდღეობისა და
საქართველოს ნათელი,
ევროპული მომავლის
მხარეს!საქართველოს
წარმატებას 2024 წელს, ისევე,
როგორც მთელი ამ წლების
განმავლობაში, მრავალი
ადამიანი ქმნიდა.მადლობა
პედაგოგებს, მეცნიერებს,
ხელოვანებს, ექიმებს,
გლეხებს, ფერმერებს,
მუშებს, მეწარმეებს, საჯარო
მოსამსახურეებს, ყველა
პროფესიის
წარმომადგენლებს,
რომლებსაც თქვენი წვლილი
შეგაქვთ სამშობლოს
წარმატებაში.ახალ წელს
გილოცავთ უფროსი თაობის
წარმომადგენლებს,
რომლებმაც უამრავი
სირთულის მიუხედავად,
დღემდე მოიტანეთ ჩვენი
ქვეყნის თავისუფლება,
დამოუკიდებლობა და
წარმატება.ახალ წელს
გილოცავთ ახალგაზრდებს,
რომლებმაც თქვენი
განათლებითა და
პატრიოტიზმით უნდა
შექმნათ საქართველოს
ნათელი, წარმატებული,
ევროპული
მომავალი.განსაკუთრებული
მადლობა მინდა გადავუხადო
ჯარისკაცებს, პოლიციელებს,
მოსამართლეებს,
პროკურორებს,
უსაფრთხოების
სტრუქტურების
წარმომადგენლებს. თითოეულ
თქვენგანზე
განსაკუთრებულად არის
დამოკიდებული ქართული
სახელმწიფოს თავისუფლება
და ძლიერება. მადლობა
თქვენი ერთგული და
ღირსეული სამსახურისთვის
სამშობლოს
წინაშე.განსაკუთრებული
მადლობა მინდა გადავუხადო
ჩვენს დედა-ეკლესიას,
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს და
თითოეულ სასულიერო პირს,
რომელთა ღვაწლი
საქართველოს ეროვნული
თვითმყოფადობისა და
ღირებულებების დაცვასა და
შენარჩუნებაში
ფასდაუდებელია. მადლობას
ვუხდი ყველა რელიგიურ
კონფესიას ტრადიციული
ფასეულობების დაცვაზე
ზრუნვისთვის.2024 წელი იყო
გამარჯვებებით სავსე
წელიწადი. ჩვენი
გამარჯვებები ყველაზე
უკეთ სპორტულ
წარმატებებში გამოიხატა.
პირველად ისტორიაში,
საქართველოს ეროვნული
საფეხბურთო ნაკრები
ევროპის ჩემპიონატზე
გავიდა, სადაც დაუვიწყარი
დღეები გვაჩუქა. ასეთივე
წარმატებას მიაღწიეს
ახალგაზრდა
ფეხბურთელებმა. ისტორიაში
საუკეთესო შედეგი აჩვენეს
ქართველმა ოლიმპიელებმა
და პარალიმპიელებმა.
უმნიშვნელოვანესი
გამარჯვებები გვაჩუქეს
ჩვენმა კალათბურთელებმა,
მორაგბეებმა,
წყალბურთელებმა,
ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო
უპრეცედენტოდ წარმატებული
სპორტის პრაქტიკულად
ყველა სახეობისთვის.ეს
ყველაფერი კიდევ ერთხელ
შეგვახსენებს, თუ რამდენად
ძლიერია ქართული გენი,
რომელსაც ყველაზე მეტად
უნდა გავუფრთხილდეთ.2024 წელი
იყო წარმატებული
ეკონომიკური განვითარების
თვალსაზრისითაც.
განხორციელდა არაერთი
უმნიშვნელოვანესი
პროექტი, რომელიც ქმნის
მყარ საფუძველს
საქართველოს უკეთესი
მომავლის
უზრუნველსაყოფად.დარწმუნებული
ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო
წარმატებული იქნება. რაც
მთავარია, მინდა ვისურვო, 2025
წელი ყოფილიყოს
სიძულვილის დამარცხებისა
და სიყვარულის
გამარჯვების წელიწადი.
სადაც ქართველებს
ერთმანეთი გვეყვარება, იქ
ვერავითარი გარე მტერი ვერ
დაგვამარცხებს.კიდევ
ერთხელ გილოცავთ ახალ წელს
და გილოცავთ დამდეგ შობას!
გისურვებთ ჯანმრთელობას
და კეთილდღეობას,
სიყვარულით, სიკეთით და
გამარჯვებებით სავსე 2025
წელს!ღმერთი ფარავდეს
საქართველოს! ღმერთი
ფარავდეს თქვენს ოჯახებს!" -
აღნიშნულია საქართველოს
პრემიერ მინისტრის
მილოცვაში.