სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის წინასწარი
მონაცემებით, 2024 წლის
მესამე კვარტალის
ბოლოსათვის მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის
სულადობა წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელთან
შედარებით 1.3 პროცენტით
შემცირდა და 848.0 ათასი სული
შეადგინა.აქედან,
საქსტატის ცნობით, ფურისა
და ფურკამეჩის ჯამური
რაოდენობა 401.8 ათასი სულით
განისაზღვრა, რაც წინა წლის
შესაბამისი მაჩვენებელს 5.2
პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 213.6 ათასი
სულით განისაზღვრა, რაც 12.6
პროცენტით მეტია წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით
1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4
მილიონ ფრთა
შეადგინა.ამასთან, უწყების
წინასწარი მონაცემებით, 2024
წლის მესამე კვარტალში
რძის წარმოებამ 171.8 მილიონი
ლიტრი შეადგინა, რაც წინა
წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით
ნაკლებია. ხორცის
წარმოებამ 19.5 ათასი ტონა
შეადგინა, რაც 2023 წლის
შესაბამის პერიოდის
მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით
მეტია. საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში
წარმოებულია 153.1 მილიონი
კვერცხი, რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4
პროცენტით ნაკლებია.