მთაწმინდის გამგებელმა,
დავით კირკიტაძემ
საზოგადოებას 2024 წლის
განმავლობაში
განხორციელებული
მნიშვნელოვანი პროექტები
გააცნო.მან ადგილობრივ
მოსახლეობასა და
სახელმწიფო უწყებებს
თანადგომისთვის მადლობა
გადაუხადა.გამგებლის
განცხადებით, მიმდინარე
წელს მთაწმინდის რაიონში
კაპიტალურად შეკეთდა და
რეაბილიტირდა ჯამში, 47 726
კვ.მ ფართობის გზის საფარი,
აქედან შემოერთებულ
ტერიტორიებზე 12 ქუჩა
შეკეთდა
კაპიტალურად.„წლის
განმავლობაში აშენდა
გრუნტის დამჭერი 6 კედელი.
სხვადასხვა კეთილმოწყობის
სამუშაოები კი ჩატარდა 155
მისამართზე; გამწვანებისა
და მცენარეთა
მოვლა-პატრონობის
სამუშაოები 368 მისამართზე
ჩატარდა. გარდა ამისა, 26
მისამართზე სკვერებსა და
სპორტულ მოედნებს
ჩაუტარდა აღდგენითი
სამუშაოები.„ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
განვითარების ხელშეწყობის
პროგრამის“ ფარგლებში, 2024
წლის განმავლობაში 159
პროექტი განხორციელდა. მათ
შორის, კაპიტალურად
გამაგრდა 4 ავარიული
საცხოვრებელი სახლი,
რომელთაგან 3 კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსის მატარებელია. 30
მისამართზე სახლის
სახურავი შეიცვალა, ხოლო
წყალარინების ქსელი 25
მისამართზე
შეიცვალა.მოსახლეობის
ჩართულობით გაიმართა
სხვადასხვა სახის 8
კულტურული, სპორტული და
საგანმანათლებლო
ღონისძიება“, - აღნიშნა
დავით
კირკიტაძემ.პრეზენტაციაზე
მთაწმინდის რაიონის
გამგებელმა 2025 წლისთვის
დაგეგმილ მნიშვნელოვან
პროექტებზეც ისაუბრა.
ასევე, მისი თქმით, მომავალ
წელს იგეგმება ბიუჯეტის
გაზრდა, რომლის საშუალებით
კიდევ უფრო მასშტაბური
პროექტების განხორციელება
იქნება
შესაძლებელი.ღონისძიებას
ესწრებოდნენ საკრებულოს
მთაწმინდის რაიონის
მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე,
პარლამენტის წევრი დავით
კაჭარავა და მოწვეული
სტუმრები.ინფორმაციას
თბილისის მერიის
პრესსამსახური ავრცელებს.