მიმდინარე წელს გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

Primetime.ge 2 კვირის წინ 19
მიმდინარე წელს გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
2024 წელს გლდანის რაიონში 7 მრავალფუნქციური სკვერი და 5 სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.„მიმდინარე წელს გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 102 034 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 25  მისამართზე მოეწყო; რაიონს 7 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 87 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 4  მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის  და კიბე-პანდუსის მოწყობა 7 მისამართზე დასრულდა; 44 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 5 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 20 მისამართზე კი - რეაბილიტირდა“, - აღნიშნა ბესიკ კალაძემ.ამასთან, გამგებლის ინფორმაციით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის 20 აივნის გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ლიფტისა და ელექტრო პანდუსის მოწყობის სამუშაოები კი  4 მისამართზე ჩატარდა.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს  237  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის,  სახურავი და წყალსაწრეტი მილები 90  მისამართზე  შეიცვალა; 44 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 7 ღონისძიება ჩაატარა.პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია