"ნაციონალური მოძრაობის"
ხელისუფლებაში ყოფნის
პერიოდის საქმიანობის
გამოძიებისთვის
პარლამენტში საგამოძიებო
კომისიის შექმნასთან
დაკავშირებით, შეფასებები
კეთდება პოლიტიკურ
სპექტრში.მმართველ გუნდში
კი აცხადებენ, რომ
აუცილებელია "ნაციონალური
მოძრაობის" მმართველობის
პერიოდის სამართლებრივი
შეფასება. საგამოძიებო
კომისია 10 წევრისგან არის
დაკომპლექტებული, ორი
ადგილი კვლავ ვაკანტური
რჩება, რომელიც, პარტია
"გახარია საქართველოსთვის"
არის განკუთვნილი.
კომისიამ მომდევნო 6 თვის
განმავლობაში უნდა
იმუშაოს."მიმდინარე
კვირაში დაგეგმილი არის
საორგანიზაციო შეხვედრა,
სადაც გაჟღერებული იქნება
შემდგომი დეტალები
კომიოსიის საქმიანობასთან
დაკავშირებით. ზოგადად ამ
კომისიის შექმნის მიზანი
არის, რომ შეისწავლოს 2003-2012
წლებში საქართველოს წინა
ხელისუფლების მიერ
ჩადენილი ის
დანაშაულებრივი ქმედებები
,რომლებიც მიმართული იყო
საქართველოს
სახელმწიფოებრიობისა და
ქართველი ერის წინააღმდეგ
,რაც გულისხმობს ისეთ
დანაშაულებს, როგორიც არის
ომის დანაშაული
კაცობრიობის წინააღმდეგ
არსებული დანაშაული და
სხვა ისეთი დანაშაულები,
რომლებსაც სხვა
საერთაშორისო თუ
ადგილობრივი
სამართლებრივი ნორმები
განმარტავენ", - აცხადებენ
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის
კაბინეტის უფროსი ვახტანგ
ჩოჩია.