მილანში საქართველოს
გენერალური საკონსულოს
ოფიციალურ გახსნასა და
დამოუკიდებლობის დღესთან
დაკავშირებით,
ვისკონტების სასახლეში
ანსამბლ „ბასიანის“
კონცერტი და ოფიციალური
მიღება გაიმართა, -
ინფორმაციას საქართველოს
კულტურის სამინისტრო
ავრცელებს.„სტუმრებს
სიტყვით მიმართეს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ, საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა, თბილისის
მერმა კახა კალაძემ,
მილანის მერმა ჯუზეპე
სალამ, მილანის პრეფექტმა
კლაუდიო ზგარალიამ და
ლომბარდიის რეგიონის
ვიცე-პრეზიდენტმა მარკო
ალპარონემ.შესრულდა
საქართველოსა და იტალიის
სახელმწიფო
ჰიმნები.საზეიმო
ღონისძიებას საქართველოს
კულტურის მინისტრი
თინათინ რუხაძე მთავრობის
წევრებთან ერთად დაესწრო“,
- აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.