"ქართული ოცნების"
ცენტრალურ ოფისში გივი
მიქანაძის ბრიფინგი
გაიმართა. საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ოპოზიციური პარტიებისა და
რიგი სადამკვირვებლო და
მედიაორგანიზაციების
საქმიანობაში გამოვლენილ
წინასაარჩევნო
დარღვევებზე ისაუბრა.მისი
თქმით, 16 სექტემბრიდან 6
ოქტომბრის ჩათვლით
გამოვლენილი დარღვევები
არჩევნებში უცხოურ
ჩარევას, არადეკლარირებულ
საარჩევნო აგიტაციას,
ნეგატიურ კამპანიას,
საარჩევნო კამპანიაში
ხელის შეშლასა და
საარჩევნო პროცესისა და
საარჩევნო ადმინისტრაციის
დისკრედიტაციას
ეხება.გივი მიქანაძე ხაზს
უსვამს, რომ
"მიზანმიმართული კამპანია
ამზადებს საზოგადოებისა
და საერთაშორისო
დამკვირვებლების
განწყობებს არჩევნების
არასწორი შეფასებისთვის".
მისივე თქმით, ამის
საპასუხოდ, მმართველი
გუნდი აგრძელებს
მშვიდობიან საარჩევნო
კამპანიას."დღევანდელი
ბრიფინგით გვსურს
საზოგადოებას ვაცნობოთ 16
სექტემბრიდან 6 ოქტომბრის
ჩათვლით პერიოდში
ოპოზიციური პარტიებისა და
რიგი სადამკვირვებლო და
მედია ორგანიზაციების
საქმიანობაში გამოვლენილი
წინასაარჩევნო
დარღვევები, რაც
არჩევნებში უცხოურ
ჩარევას, არადეკლარირებულ
საარჩევნო აგიტაციას,
ნეგატიურ კამპანიას,
საარჩევნო კამპანიაში
ხელის შეშლასა და
საარჩევნო პროცესისა და
საარჩევნო ადმინისტრაციის
დისკრედიტაციას
ეხება.დავიწყოთ უცხოური
ჩარევით არჩევნებში1
ოქტომბერს გერმანიის
ბუნდესტაგის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე მიხაელ როთმა
გამოაქვეყნა ინფორმაცია,
თუ როგორ შეუძლიათ
საზღვარგარეთ მცხოვრებ
საქართველოს მოქალაქეებს
არჩევნებზე ხმის
მისაცემად რეგისტრაცია.
მან გაასაჯაროვა ორი პირის
საკონტაქტო ინფორმაცია,
რომლებიც, მისი თქმით,
საქართველოს მოქალაქეებს
რეგისტრაციის პროცედურაში
დაეხმარებიან, რაც
ცალსახად წინასაარჩევნო
პროცესებში უცხოური
ჩარევაა.1 ოქტომბრიდან
დაწყებული ამერიკის
შეერთებული შტატების
საელჩო თავის Facebook გვერდზე
სისტემატიურად ათავსებდა
ქარდებს, რომლის შინაარსიც
კონტექსტიდან გამომდინარე
პოლიტიკურ ხასიათს
ატარებდა და
სახელისუფლებო გუნდის
საწინააღმდეგო პოზიციას
ასახავდა.4 ოქტომბერს
საქართველოში
ევროკავშირის ელჩმა, პაველ
ჰერჩინსკიმ საჯაროდ
განაცხადა, რომ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში
ბილბორდებზე ასახული
ინფორმაცია არის, ვციტირებ
„სამარცხვინო,
შოკისმომგვრელი და
ამაზრზენი“.რაც შეეხება
არადეკლარირებული
საარჩევნო აგიტაციის
მიმართულებას24 სექტემბერს
ანტიკორუფციული ბიუროს
გადაწყვეტილებით
ორგანიზაცია
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველო“, მისი
აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური, ორგანიზაცია
„აირჩიე ევროპა“, მისი
დირექტორი, ხათუნა
ლაგაზიძე და
თანადამფუძნებლები,
ცნობილ იქნენ გაცხადებული
საარჩევნო მიზნის მქონე
სუბიექტებად და მათზე
გავრცელდა „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების
შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-3
თავით გათვალისწინებული
შეზღუდვები. მიუხედავად
იმისა, რომ
ანტიკორუფციულმა ბიურომ
კანონიერად და მრავლობითი
მტკიცებულებების
არსებობის საფუძველზე
მიიღო ეს გადაწყვეტილება,
მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესებიდან და
წინასაარჩევნო გარემოს
არდაზიანების მიზნიდან
გამომდინარე საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
რეკომენდაციით
ანტიკორუფციული ბიუროს
მიერ აღნიშნულ
ორგანიზაციებს და პირებს
მოეხსნათ საარჩევნო
მიზნის მქონე სუბიექტის
სტატუსი და მიეცათ
არჩევნებზე დაკვირვების
შესაძლებლობა.ნეგატიური
კამპანიის კუთხით
გამოიკვეთა შემდეგი
ფაქტები26 სექტემბერს Facebook-ზე
გავრცელდა „ქართული
ოცნების“ ბანერის
გაყალბებული სურათი,
რომლითაც „ქართული
ოცნების“ დევიზი „აირჩიე
მშვიდობა“ გაიგივებულია
რუსეთის ფედერაციის
პრეზიდენტთან.სოციალურ
ქსელებში ასევე გავრცელდა
გაყალბებული ვიდეო
მონტაჟი, რომლითაც თითქოს
ქუთაისში განთავსებულ
„ქართული ოცნების“
ბანერზე მითითებულია
ყალბი დევიზი: „მხოლოდ
დანგრეული გელათით,
დანგრეული პარლამენტით,
აშენებული კორუფციით,
ევროპაში“.3 ოქტომბერს
სოციალურ ქსელ Facebook-ში
გავრცელდა ვიდეო მონტაჟი,
სადაც გორში განთავსებულ
„ქართული ოცნების“
ბანერზე გაყალბებულია
პარტიის სლოგანი და
მითითებულია „მხოლოდ
ბოდიშით, მუხლებზე დგომით,
დათმობით
რუსეთისკენ“.დაფიქსირდა
არაერთი ფაქტი სარჩევნო
კამპანიაში ხელის
შეშლასთან
დაკავშირებით.კერძოდ, 18
სექტემბერს გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად,
კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ ჩატარებული
მედიამონიტორინგის
შედეგად დადგინდა, რომ „ბი
ემ ჯი“-მ პოლიტიკური
სუბიექტების უფასო
პოლიტიკური რეკლამა
ეთერში კანონდარღვევით
განათავსა. „საქართველოს
საარჩევნო კოდექსის“
თანახმად, უფასო
პოლიტიკური რეკლამა
საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა, სათემო
მაუწყებელმა ან საერთო
ეროვნულმა საეთერო
მაუწყებელმა უნდა
განათავსოს. გამომდინარე
იქიდან, რომ „ბი ემ ჯი“
არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს
არ წარმოადგენს, მას
ეკრძალება საარჩევნო
სუბიექტების უფასო
პოლიტიკური რეკლამის
განთავსებისთვის დროის
დათმობა. შესაბამისად,
კომუნიკაციების კომისიამ
მაუწყებელი
სამართალდამრღვევად სცნო
და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა
შესაბამისი ოქმი შეადგინა.5
ოქტომბერს
ტელეკომპანიებმა
"მთავარმა", "ტვ-პირველმა" და
"ფორმულამ" გაავრცელეს
ერთობლივი განცხადება,
რომლითაც უარი განაცხადეს
„ქართული ოცნების“
პოლიტიკური რეკლამის
ეთერში განთავსებაზე, რაც
წარმოადგენს
სამართალდარღვევას.
ამასთანავე, ნაცვლად იმისა,
რომ არასამთავრობო
ორგანიზაციების მხრიდან
მომხდარიყო ამ
მართლსაწინააღმდეგო
ქმედების დაგმობა,
არჩევნებზე
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების “ევროპული
ორბიტისა” და
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველო“-ს
ხელმძღვანელებმა, ასევე -
ორგანიზაციამ “მედიის
ადვოკატირების კოალიცია”
მოიწონა ტელევიზიების ეს
პოზიცია და სრული
მხარდაჭერა გამოხატა
საჯაროდ. მნიშვნელოვანია,
რომ ტელევიზიების ამ
გადაწყვეტილებას ერთ-ერთ
საფუძვლად საქართველოში
ევროკავშირის ელჩის
ზემოხსენებული განცხადება
დაედო.საარჩევნო
პროცესისა და საარჩევნო
ადმინისტრაციის
დისკრედიტაციის მცდელობის
რამდენიმე ფაქტი
გამოვლინდა.საანგარიშო
პერიოდში სადამკვირვებლო
ორგანიზაცია „ევროპული
ორბიტისა“ და
სადამკვირვებლო მისიის
„ჩემი ხმა“
წარმომადგენლების მხრიდან
მიზანმიმართულად
მიმდინარეობდა კამპანია
და ვრცელდებოდა
მანიპულაციური ხასიათის
ცრუ ინფორმაცია უცხოეთში
რეგისტრირებულ საარჩევნო
უფლების მქონე
საქართველოს
მოქალაქეებთან
დაკავშირებით.27 სექტემბერს
საქართველოს პრეზიდენტმა
განცხადება გააკეთა,
თითქოს ცესკო-ს 26
სექტემბრის
გადაწყვეტილებით უარი
ეთქვა ათიათასობით
საზღვარგარეთ მცხოვრებ
საქართველოს მოქალაქეს
ევროპისა და ამერიკის
შეერთებული შტატების
ქალაქებში დამატებითი
საარჩევნო უბნების
გახსნაზე. აღნიშნულ
განცხადებასთან
დაკავშირებით ცესკომ
განმარტა, რომ საარჩევნო
ადმინისტრაციამ
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
წარმომადგენლებს და
პირადად პრეზიდენტსაც
არაერთხელ სხვადასხვა
ფორმატის შეხვედრების
ფარგლებში აუხსნა ის
რეგულაციები, რასაც კანონი
საზღვარგარეთ საარჩევნო
უბნების გახსნასთან
დაკავშირებით
ითვალისწინებს. კანონიერი
გადაწყვეტილებების
დისკრიმინაციულად
წარმოჩენა კი სხვა
არაფერია თუ არა უწყების
დისკრედიტაციისა და
საარჩევნო პროცესის
მიზანმიმართულად
დაზიანების
მცდელობა.არჩევნების დღის
მოახლოებასთან ერთად,
ჩვენი საზოგადოებისთვის
უფრო ნათელი ხდება, რომ
ოპოზიციის რადიკალური
ფრთის და მათთან
დაკავშირებულ
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებისა და მედია
საშუალებებისთვის მთავარი
დღის წესრიგი
საზოგადოებაში და
საერთაშორისო
პარტნიორებში მცდარი
აღქმების შექმნაა,
რისთვისაც ისინი ყველა
ფორმის მანიპულაციას
ეწევიან. დღევანდელი
შუალედური ანგარიშიც ამის
დადასტურებაა.
პარალელურად, გრძელდება
ე.წ. მიუკერძოებელი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების მიერ
მმართველი გუნდის
საწინააღმდეგოდ
განხორციელებული
წინასაარჩევნო
დარღვევების იგნორირება
მათ მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშებსა და
განცხადებებში. ეს
ყოველივე კიდევ ერთხელ
გვარწმუნებს, რომ
მიზანმიმართული კამპანია
ამზადებს საზოგადოებისა
და საერთაშორისო
დამკვირვებლების
განწყობებს არჩევნების
არასწორი შეფასებისთვის.
ამის საპასუხოდ, მმართველი
გუნდი აგრძელებს
მშვიდობიან წინასაარჩევნო
კამპანიას და მუდმივ
კომუნიკაციაში არის
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებთან.აქვე
გაცნობებთ, რომ უფრო ფართე,
მოცულობითი, დეტალური
ანგარიში 16 სექტემბრიდან 6
ოქტომბრის ჩათვლით
გამოვლენილ წინასაარჩევნო
დარღვევებთან
დაკავშირებით ტრადიციულად
ატვირთული არის „ქართული
ოცნების“ Facebook გვერდზე და რა
თქმა უნდა, ეს ანგარიში
მისი ქართული და ინგლისურ
ენოვანი ვერსიები
დაეგზავნება დიპლომატიურ
კორპუსს, საერთაშორისო
დამკვირვებლებს და ყველა
იმ პირს, ვინც
დაინტერესებული არის
საქართველოში სამართლიანი
და თავისუფალი არჩევნების
ჩატარებით და მათ ეს
ინფორმაცია დეტალურად
მიეწოდება", - განაცხადა
გივი მიქანაძემ.