„მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც, იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს“ – მიხეილ სარჯველაძე

News.ge 7 საათი წინ 3
„მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც, იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს“ – მიხეილ სარჯველაძე

„მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც, იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს“ –
„მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც, იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი პაციენტთა უფლებების დაცვაა.
„ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, თუ რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნესი გარკვეული მიმართულებებით. ჩვენ ვნახეთ გარკვეული უპასუხისმგებლო განცხადებები, ცალკეული ბიზნეს სუბიექტების , ზოგიერთი ასოციაცის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით , გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ა.შ. ისინი არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას მიმართავენ. ბუნებრივია, ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი გახდა.
ჩემი მოლოდინიც ასეთია, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოკვეთოს ამგვარმა კვლევამ. გახსოვთ , ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს უკავშირდებოდა და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა, ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც, მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს, ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს.ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია მანამ, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

სრულად წაიკითხეთ სტატია