„მთლიანად მანქანების რეექსპორტის გეოგრაფია იცვლება“ – ტრამპის ტარიფების გავლენა საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობაზე

News.ge 6 საათი წინ 1
„მთლიანად მანქანების რეექსპორტის გეოგრაფია იცვლება“ – ტრამპის ტარიფების გავლენა საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობაზე

ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობასა და ამ სექტორში ქვეყნის ჰაბის ფუნქციაზე გავლენას მოახდენს. ასეთი მოლოდინი აქვთ „ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში.” ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ თუ -ში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაეცა, მაშინ ამერიკის ბაზარზე მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც მიწოდებას შეამცირებს და მეორად მანქანებზე ფასს გაზრდის. მისივე თქმით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 80% სწორედ შეერთებული შტატებიდან შემოდის.
,,პირდაპირ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ირიბად მოახდენს. ჩვენ შემოგვყავს მეორადი ავტომობილები და არა ახალი ავტომობილები აშშ-დან. თუ აშშ-ის მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობაზე იმოქმედებს არა მარტო ეს (ტარიფები), არამედ სხვა ფაქტორებიც, ბუნებრივია მიწოდება მეორადი ავტომობილების ბაზარზე შემცირდება და აქედან გამომდინარე ფასებიც გაიზრდება. ამიტომ, დიდ წილად დამოკიდებული ვართ აშშ-ში მიმდინარე პროცესებზე. არა მარტო ავტომობილების გაძვირება არ გაძვირების თვალსაზრისით, არამედ იმაზეც თუ რამდენად შეუმცირდებათ ან გაეზრდებათ მსყიდველობითი უნარი ამერიკის მოქალაქეებს. თუ შემოსავალი შეუმცირდა ამერიკის მოქალაქეს ახალი ავტომობილი ფუფუნების საგანი გახდება და ის იძულებული იქნება იყიდოს არა ახალი ავტომობილი, არამედ შეიძინოს მეორადი. ეს იმოქმედებს მეორადი ავტომობილების ბაზარზე. შეამცირებს მიწოდებას. გამოიწვევს დეფიციტს და ფასების ზრდას.”- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ გამოწვევა პრობლემის სახით ჯერ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა იმისათვის, რომ შექმნილმა ვითარებამ ქვეყნის ჰაბის ფუნქცია არ დააზარალოს, მოქმედება დღესვეა საჭირო. პრობლემურია ისეთი მასშტაბის მქონე ბაზრის მოძიება, როგორიც აშშ-ია. ,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალტერნატიულ ბაზრად ჩინეთს განიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მანქანების რეექსპორტის გეოგრაფია იცვლება.

სრულად წაიკითხეთ სტატია