მთელი ქვეყანა ვუყურებთ
პირდაპირ ეთერში, თუ როგორ
კოლექტიურად, ლობისტებთან
ერთად არიან დაკავებულები
დესტრუქციით, არეულობის
დაანონსებით, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ირაკლი
კირცხალიამ
წინასაარჩევნოდ
რადიკალური ოპოზიციის
ქმედებებზე
საუბრისას.„მაკკეინის
ინსტიტუტიდან სცენარი
გამოაგზავნეს, რასაც ნახეთ
შემდგომ კოლექტიური
ნაცმოძრაობის ერთ-ერთი
ლიდერი, გვარამია როგორ
გამოეხმაურა. ამ სცენარში
მათი სურვილებია გაწერილი
26 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ
დამერწმუნეთ ეს სურვილები
დარჩება მათ ბინძურ
სურვილებად“, - აღნიშნა
კირცხალიამ.