„მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არავითარ მასობრივ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“ - თენგიზ შარმანაშვილი

Primetime.ge 1 დღე წინ 3
„მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არავითარ მასობრივ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“ - თენგიზ შარმანაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებს ეხმაურება, რომელიც საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხება.თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტების მიზანი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა."უნდათ, რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველო, საქართველო და არა "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ ხელისუფლებს იზოლაციაში მოქცევა შენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ვისაც ეს არ ესმის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. ითხოვენ, რომ ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკეთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, სხვა დანარჩენი საკითხების განხილვა ამ ხელისუფლებასთან არ შეიძლება.ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩვენ მხარს არ გვიჭერს. როგორც ჩანს, არც მომავალში დაგვიჭერს და იქნებ თქვენ მოახერხოთ ამ ხელისუფლების ჩაწევა, დამხობა და შემდეგ ჩვენი ხელისუფლებაში მოყვანა ნებისმიერი მეთოდით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს ეს არ უნდა. ეს არის იმის პირდაპირი თარგმანი, რასაც აკეთებენ.რევოლუციური სცენარია და თუ ღია პლატფორმებზე დაიწყება ამ საკითხების განხილვა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, ვინ არის მართალი ამ საკითხში. მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ არავითარ მასობრივ გაყალბებას საქართველოში ადგილი არ ჰქონია. მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ის, ვინც, ძალადობით, პიროტექნიკას ესროდა პოლიციელებს და შემდგომში რამდენჯერმე გააჩნია ხანძარი პარლამენტში, არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან, მაგრამ ეს ღიაობა არ აწყობთ, იმიტომ, რომ იციან, თვითონ მართლები არ არიან და ეს ნათელი გახდება", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიმართავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გადახედოს თბილისში ვიზიტის დროს და მიზანს - პარტიების მიერ გაგზავნილ წერილებში ვკითხულობთ, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პატიმრების გათავისუფლებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია