მთელი ეს შეიარაღება "მშვიდობიანი" აქციისთვის, ამოღებული იქნა "ნაცმოძრაობის" ოფისებიდან, უცხოური ფულით დაფინანსებული, მათ შორის, რუსული ფულით დაფინანსებული - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 1 თვე წინ 18
მთელი ეს შეიარაღება "მშვიდობიანი" აქციისთვის, ამოღებული იქნა "ნაცმოძრაობის" ოფისებიდან, უცხოური ფულით დაფინანსებული, მათ შორის, რუსული ფულით დაფინანსებული - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩატარებულმა ჩხრეკამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციები ოპოზიციის მიერ არის მართული.მდინარაძის თქმით, მიმდინარე პროცესები უცხოური ფულით, მათ შორის, რუსული ფულით ფინანსდება."თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ ხალხი თავისით გადის, მილიონების პიროტექნიკას თავისით ყიდულობს და თავისით ხდება რაღაცები, ეს არის ტყუილი. გუშინ დადასტურდა, რომ პარტიული ოფისებიდან იმართებოდა პროცესი. მთელი ეს შეიარაღება "მშვიდობიანი" აქციისთვის, ამოღებული იქნა "ნაცმოძრაობის" ოფისებიდან, უცხოური ფულით დაფინანსებული, მათ შორის, რუსული ფულით დაფინანსებული და არც ამას ვლაპარაკობ შემთხვევით. ათეულობით რუსი ინსტრუქტორი, შემთხვევით არ აღმოჩენილა. სად რა არის აღრეული და რომელი ინსტრუქტორი საიდან არის, რა მიზნით ჩამოსული, თვითონ ვერ არკვევენ.ისინი იმართებიან პარტიული ოფისებიდან. შეიძლება ვიღაც მართლა გულწრფელიც იყოს იქ და არის ასეთი შემთხვევებიც. ის გულწრფელი ადამიანები, მეტწილად, დგანან მშვიდობიანად. მშვიდობიანობის ხასიათს ასე ინარჩუნებენ, იქ პოლიცია არ ინძრევა საერთოდ, ითმენენ ვაჟკაცურად და თავისი მუნდირის შესაბამისად.როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოვაცალეთ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სულით და ხორცით მოძალადეები არიან იმიტომ, რომ ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია