საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტრო უკრაინის
ტერიტორიაზე საომარი
მოქმედებების გამო 2022 წლის 1
თებერვლიდან 2025 წლის 1
ივლისამდე საქართველოში
შემოსულ და საქართველოში
უწყვეტად მყოფ უკრაინის
მოქალაქეებს სამედიცინო
სერვისებით
უზრუნველყოფს.შესაბამის
განკარგულებას ხელი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
მოაწერა.დოკუმენტის
თანახმად, უკრაინის
მოქალაქეები 2025 წლის 1-ელ
ივლისამდე ისარგებლებენ
შემდეგი სამედიცინო
სერვისებით: იმუნიზაცია;
ტუბერკულოზისა და
აივ-ინფექციის/შიდსის
მკურნალობა, მათ შორის,
სპეციფიკური
მედიკამენტებით
უზრუნველყოფა; დედათა და
ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ
შორის, ანტენატალური
მეთვალყურეობა და
ახალშობილთა სკრინინგი;
ფსიქიკური ჯანმრთელობა;
დიაბეტის მართვა, მათ
შორის, მედიკამენტებით
უზრუნველყოფა; დიალიზი;
იშვიათი დაავადებების
მქონე და მუდმივ
ჩანაცვლებით მკურნალობას
დაქვემდებარებულ
პაციენტთა
მკურნალობა;რეფერალური
მომსახურება –
გადაუდებელი საჭიროების
სამედიცინო სერვისები, მათ
შორის, მშობიარობა,
გადაუდებელი იმუნიზაცია.