1-ელი მაისიდან „მთავარი
არხის“ ტელემაუწყებლობა
ოფიციალურად შეწყდება.
არხის თანამშრომლებმა
დღეს, 28 აპრილს, გენერალური
დირექტორის, გიორგი
გაბუნიასგან მიიღეს
შეტყობინება, რომლის
მიხედვითაც, ტელეკომპანია
საქმიანობას სრულად
აჩერებს.ინფორმაციას
არხის ჟურნალისტები და
თანამშრომლები სოციალური
ქსელებითაც
ადასტურებენ.შეგახსენებთ,
„მთავარი არხი“ 2019 წლის
სექტემბერში დაარსდა ნიკა
გვარამიას ინიციატივით,
ხოლო მოგვიანებით წილების
ნაწილი ზაზა ოქუაშვილის
კომპანიებზე გადავიდა.2025
წლის თებერვლიდან
მაუწყებლობა მხოლოდ
სერიალებით განახლდა,
პირდაპირი ეთერის
გადაცემები კი შეჩერდა.