ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ახალი
პროექტის „მზისკარის“
მონაწილე, ეთნო სოფლის
„სისატურას“
წარმომადგენელი მარიკა
თოდუა პროექტის
მნიშვნელობასა და იმ
სარგებელზე საუბრობს, რაც
ხელს უწყობს ოჯახური
გასტრო მასპინძლობის
ქსელის
პოპულარიზაციას.„სისატურა“
2019 წლიდან, სამეგრელოში
ფუნქციონირებს და
სტუმრებს სხვადასხვა
მომსახურებას სთავაზობს:
ეთნოსოფელში ექსკურსია,
კულინარიული მასტერკლასი,
ფოლკლორული ცოცხალი
მუსიკა და ვახშამი.„იდეა
ძალიან გიჟურად ჟღერდა,
მაგრამ მიხარია, რომ დღეს
ძალიან ბევრი ტურის
მასპინძელი ვარ.
კონკრეტულად ეს პროექტი
პირველ რიგში მორალურად
მაძლიერებს, იმიტომ რომ
მაღიარეს და ეს მომწონს.
ძალიან ბევრი ჩვენნაირი
ობიექტი ჩაერთო ამ
პროექტში, ეს უფრო მეტ
მიზიდულობას გამოიწვევს.
„მზისკარის“ ფარგლებში
მენიუს ნაწილშიც
დაგვეხმარნენ, სურსათის
უვნებლობის ნაწილში უფრო
გავიმართეთ და ხარისხი
გავაუმჯობესეთ. დიზაინის
ნაწილში ჩემთვის იყო
ძალიან პრაქტიკული
დახმარება. ამ პროექტში
მონაწილეობით სამომავლოდ
უფრო პოპულარული გახდება
არა მხოლოდ ჩვენი ობიექტი,
არამედ მეგრული
გასტრონომია, მეგრული
სტუმარმასპინძლობა. ეს
ჩემთვის ძალიან დიდი
ბედნიერება და ძალიან
მიხარია. თუ გვინდა
მდგრადად განვითარდეთ და
ახალ ბაზრებზე მოხდეს
ინტეგრაცია, ამისთვის
მსგავსი მხარდაჭერა
ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან ჩვენ
დამოუკიდებლად ამას ვერ
შევძლებთ. როდესაც ერთიან
პროექტში ასეთი დიდი
მხარდამჭერი გვაქვს ეს
ჩვენი პროდუქტის
პოპულარიზაციას
ახდენს“,-აცხადებს მარიკა
თოდუა.„მზისკარი“ ოჯახური
გასტრო მასპინძლობის
ქსელია მთელი ქვეყნის
მასშტაბით. ამ ეტაპზე
„მზისკარის“ ქსელში 8
ობიექტია
გაერთიანებული.პროექტის
მიზანია ხელი შეუწყოს
ახალი, ნიშური შეთავაზების
განვითარებას
გასტროტურიზმის
მიმართულებით და ქვეყნის
მასშტაბით გააერთიანოს
ისეთი მასპინძელი ოჯახები,
რომლებიც სტუმრებს,
რეგიონისთვის
დამახასიათებელი კერძების
გარდა, სთავაზობენ
ავთენტურ, ოჯახურ
გარემოში, ადგილობრივი
სტუმართ-მასპინძლობის
ტრადიციების გაცნობას;
კერძის მომზადების
პროცესში მონაწილეობასა
და გასტრონომიულ
ინტერპრეტაციას.