მზია ამაღლობელის
ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელი და
სტაბილურია. მასზე
მონიტორინგი მიმდინარეობს
უწყვეტ რეჟიმში, -
განაცხადა სპეციალური
პენიტენციური სამსახურის
სამედიცინო დეპარტამენტის
უფროსმა მალხაზ
ურთქმელიძემ.მან
ამაღლობელს შიმშილობის
შეწყვეტისკენ
მოუწოდა.„ლაბორატორიული
კვლევები ტარდება
პრაქტიკულად
ყოველდღიურად. ამ ეტაპზე,
ბოლო მონაცემებით,
მნიშვნელოვანი სახის
ცვლილებები არ აღინიშნება.
ბრალდებულს ყოველდღიურად
ხვდება სახალხო დამცველის
წარმომადგენელი და ეცნობა
მის ჯანმრთელობის
მდგომარეობას. ინფორმაცია
ასევე ხელმისაწვდომია
ადვოკატისთვისაც, მისი
მხრიდან მოთხოვნის
შემთხვევაში.კიდევ ერთხელ
აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის
ნებისმიერი პატიმრის
უსაფრთხოება და
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე,
მზია ამაღლობელის
სიცოცხლე საფრთხეში არ
არის. მის ჯანმრთელობაზე
ზრუნვა კვლავ გაგრძელდება
უწყვეტ
რეჟიმში.მოვუწოდებთ მზია
ამაღლობელს შეწყვიტოს
შიმშილობა მისი
ჯანმრთელობის საუკეთესო
ინტერესებიდან
გამომდინარე“, - აღნიშნა
ურთქმელიძემ.