შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
თანამშრომლები, 2015 წლის 13
ივნისის სტიქიის დროს
გარდაცვლილთა მემორიალთან
იმყოფებოდნენ.
მეხანძრე-მაშველებმა 10
წლის წინ, თბილისში
მომხდარი წყალდიდობის
დროს დაღუპულთა ხსოვნას
პატივი მიაგეს და
მემორიალი ყვავილებით
შეამკეს.მეხანძრე-მაშველებმა,
მემორიალთან კიდევ ერთხელ
გაიხსენეს10 წლის წინ
გმირულად გარდაცვლილი
მაშველი ზურაბ მუზაშვილი.
ის, 13 ივნისის მოვლენების
დროს ერთ-ერთი
პირველთაგანი იყო, ვინც
სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს
ხეობაში, წყალდიდობის დროს
მიმდინარე სამაშველო
ოპერაციაში აქტიურად იყო
ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა
6 ადამიანის სიცოცხლის
გადარჩენა შეძლო, თვითონ
კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ
მოახერხა.2015 წლის 13 ივნისის
მოვლენების დროს,
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური,
ერთ-ერთი პირველი
მორეაგირე უწყება იყო.
მეხანძრე-მაშველები,
სტიქიური უბედურების ცხელ
წერტილებში, მთელი ღამის
განმავლობაში საგანგებო
რეჟიმში მუშაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის
თანამშრომლები, პირველადი
რეაგირების გარდა,
რამდენიმე კვირის
განმავლობაში, სტიქიის
სალიკვიდაციო, საძიებო და
აღდგენით სამუშაოებშიც
იყვნენ ჩართულნი.