ცუდ ძილს შეიძლება
შორსმიმავალი შედეგები
მოჰყვეს, მათ შორის,
უარყოფითი გავლენა გულის
ჯანმრთელობაზე,
მეხსიერებაზე, სწავლასა და
განწყობაზე. თუმცა, ახლა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს
უძილობის დაძლევის გზა და
შედეგები 24 საათში ჩანს.
Independent-ის ცნობით, ჟურნალ Sleep
Health-ში გამოქვეყნებულმა
ბოლოდროინდელმა კვლევამ
აჩვენა, რომ საქმე ხილის
ჭამაშია.კვლევაში
მონაწილეობდნენ ჯანმრთელი
ახალგაზრდები, რომლებიც
აპლიკაციის გამოყენებით
აფიქსირებდნენ
ყოველდღიურად მიღებული
საკვების რაოდენობას და
ატარებდნენ მაჯის
მონიტორს, რაც მკვლევრებს
საშუალებას აძლევდა
ობიექტურად გაეზომათ მათი
ძილის რეჟიმი.მკვლევრებმა
კონკრეტულად შეისწავლეს
„ძილის ფრაგმენტაცია“, რაც
იმის საზომია, თუ რამდენად
ხშირად იღვიძებს ადამიანი
ან გადადის ღრმა ძილიდან
მსუბუქზე ღამის
განმავლობაში.შედეგებმა
აჩვენა, რომ მათ, ვინც დღის
განმავლობაში მეტ ხილსა და
ბოსტნეულს მიირთმევდა,
ღამით უფრო ღრმა და
შეუფერხებელი ძილი
ჰქონდათ.მკვლევრებმა
აღნიშნეს, რომ მონაწილეები,
რომლებიც უფრო ჯანსაღ
ნახშირწყლებს, მაგალითად,
მარცვლეულს მიირთმევდნენ,
უკეთ ეძინათ.საერთო ჯამში,
მკვლევრებმა გამოთვალეს,
რომ ადამიანებს, რომლებიც
დღეში რეკომენდებულ ხუთ
ჭიქა ხილსა და ბოსტნეულს
მიირთმევენ, ძილის ხარისხი
16 პროცენტით
გაუუმჯობესდებათ, იმ
ადამიანებთან შედარებით,
რომლებიც ხილსა და
ბოსტნეულს არ მიირთმევენ.