მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე უახლოესი
დღეების ამინდის
პროგნოზის შესახებ
მნიშვნელოვან ინფორმაციას
ავრცელებს:„მეტეოროლოგიურმა
ზამთარმა მიაღწია შუა
წერტილს, როგორც წესი,
წელიწადის ეს დრო
აღნიშნავს "ზამთრის
მწვერვალს" - ყველაზე
დაბალი საშუალო დღიური
ტემპერატურა წლიურ ციკლში,
მაგრამ წელს ზამთრის ეს
დღეები მზიანი ამინდის
ფონზე მიედინება წინ,
გაზაფხულისკენ!უახლოეს
დღეებში საქართველოში
კვლავ გაგრძელდება მშრალი
პერიოდი.ტემპერატურა
დასავლეთში +16, +18 გრადუსი,
აღმოსავლეთ საქართველოში
კი +11, +13 გრადუსი
დაფიქსირდება.იანვრის
ბოლო დღეს მზიანი ამინდით
დავემშვიდობებით და
თებერვალსაც ზღაპრული
ამინდით შევეგებებით“, -
წერს მეტეოროლოგი.