მეტეოროლოგ კობა
ფარტენაძის ცნობით, 13
ოქტომბრის დღის მეორე
ნახევრიდან, საქართველოში
მოსალოდნელია ამინდის
მნიშვნელოვანი
გაუარესება, წვიმა და
ელჭექი, ზოგან ძლიერი
ნალექი, 14 ოქტომბერს
საღამოს საათებში ნალექის
ინტენსივობა დაიკლებს და
15-ში გამოიდარებს.„ასე, რომ
გაითვალისწინეთ! 13
ოქტომბრის დღის ბოლოდან - 14
ოქტომბრის საღამომდე
საქართველოში ძლიერ
ნალექი მოვა, შესაბამისად
სიფრთხილეა საჭირო
ნეგატივებთან, როგორიცაა;
უეცარი წყალდიდობა, ელჭექი,
მეწყრული პროცესების
გააქტიურება, ტრანსპორტის
შეფერხება“, - წერს
მეტეოროლოგი.