მერაბ მეტრეველი: ნეტა, ვის ახირებას, ან ვის კორუფციულ ინტერესებს ეწირება ამჯერად ჩვენი ფული?

News.ge 3 საათი წინ 4
მერაბ მეტრეველი: ნეტა, ვის ახირებას, ან ვის კორუფციულ ინტერესებს ეწირება ამჯერად ჩვენი ფული?
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ალბათ ქოცებში ბევრი არ მოიძებნება ისეთი, ქართული ფეხბურთის ჩემზე დიდი გულშემატკივარი იყოს, მაგრამ მე მაქვს კითხვა: რა ჩემ ფეხებად გვინდა თბილისში კიდევ ერთი სტადიონი, რომელიც თურმე მილიარდი ლარი დაჯდება?
ქოცებს მაინც გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი?
ტრამვაის იმიტომ ვერ ვაკეთებთ თბილისში, ძვირი ჯდებაო და თურმე მილიარდი ლარის გამოანახვა შესაძლებელი ყოფილა სრულიად უსარგებლო პროექტისთვის. მილიარდი ლარით თბილისში ტრამვაის ხაზი გაკეთდებოდა (მაგალითად ვაკეში, ან დიდ დიღომში)
რა უფრო ჭირდება ახლა ქალაქს, კიდევ ერთი სტადიონი, თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯებესება?
ეს კითხვა მაინც არ გიჩნდებათ ქოცებს? თუ კითხვების დასმის უნარი საერთოდ დაკარგეთ?
ნეტა, ვის ახირებას, ან ვის კორუფციულ ინტერესებს ეწირება ამჯერად ჩვენი ფული?
სრულად წაიკითხეთ სტატია