მერაბ მეტრეველი ლევან იოსელიანს: თქვენი დღევანდელი პოსტი საერთოდ იმის ეჭვსაც კი მიჩენს, რომ შეიძლება გულში ეთანხმებით კიდეც ხელისუფლების ასეთ მეთოდებს, მათსავით ფიქრობთ, რომ გარეთ ვინც გამოდის, ყველა ნაცია და მეტის ღირსები არიან

News.ge 3 საათი წინ 2
მერაბ მეტრეველი ლევან იოსელიანს: თქვენი დღევანდელი პოსტი საერთოდ იმის ეჭვსაც კი მიჩენს, რომ შეიძლება გულში ეთანხმებით კიდეც ხელისუფლების ასეთ მეთოდებს, მათსავით ფიქრობთ, რომ გარეთ ვინც გამოდის, ყველა ნაცია და მეტის ღირსები არიან
“ზოგადად არ მიყვარს ადამიანების ეგრევე გაწირვა და მათზე ხელის ჩაქნევა, ყოველთვის ბოლომდე ვაძლევ შანს . ასე გიყურებდით თქვენც, Levan Ioseliani და არ გაკრიტიკებდით, მაგრამ თქვენმა დღევანდელმა პოსტმა იმედი საბოლოოდ გადამიწურა, რომ თქვენგან ნამდვილი სახალხო დამცველი ოდესმე დადგება.
ყველაფერი მესმის, მესმის სურვილი, რომ სახალხო დამცველი არ დაემსგავსოოს ოპოზიონერ აქივისტს, არ აკეთოს პოლიტიკური განცხადბები, რათა მის სიტყვას ხლესუფლებასთან მეტი წონა ქონდეს, რომ მათ რეკომენდაციები გათვალსიწინონ და სახლხო დამცველს მტრად არ აღიქვამდნენ და ა. შ.
ეს ყველაფერი მესმის და ამიტომაც გეკიდებოდით აქმდე გაგებით, მაგრამ მგონი თქვენ არ გესმით, დღეს რა ხდება ქვეყანაში, რა სიტუაცია და როგორი რეჟიმი მივიღეთ.
პოლიტიკურ საკითხებს და საგრეო კურსს არ ვეხები. მხოლოდ ადამიანის უფლებების კთხით რომ ვისაუბროთ: გაზაფხულიდან მოყოლებული გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიზანიმართულად და სისტემატურად ძალადობს აქციებზე გამოსულ საკუთარ მოქალაქეებზე. ძალადობს, როგორც უფიცილაური სტრუქტურის, პოლიციის ხელით, ისე ე.წ. ტიტუშკების და ზონდერების.
გაზაფხულიდან მოყოლებული მათ სასტიკად ცემეს, როგორც პოლიტიკოსები (მათ შორის თქვენი მეოგბარი, ალეკო ელსიაშვილი). ისე აქტივისტები და ისე ჟურნალსიტები. გაზაფხულიდან დღემდე დაშავებული და სასტიკად ნაცემი ადამიანების როადნეობა რამდნიმე ასეულს აღწევს.
რაც მთავარია, ძალადობის არცერთ ამ შემთხევვას არ მოჰყოლია ეფექტური გამოძიება და ერთი დამნაშავის დასჯაც კი. სწორედ ეს ფაქტი უტყყუარად მიანიშნებს იმას, რომ ეს ძაალოდობა არის არა შემთხვევითი გადაცდომები, არამედ ზემოდან საქნქცირებული მიზანმიმარტული პოლიტიკია. მეტი რა უნდა მოხდეს, ეს რომ დაინახოთ? ფორმალურადაც კი არ სჯიან ერთ მოძალადეს.
ამ ფაქტების ერთობლიობა და მათი გამოუძიებლობა უკვე სრულ საფუძველს იძლევა, ითქვას, რომ ხელისუფლება ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, რომ სწორედ ეს გზა აირჩია ხელისუფლებამ პროტესტზე საპასუხოდ და ამას არც კი მალავს (დღეს გურამ მაჭარაშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ზვიად ქორიძის ცემას).
ასეთ ვითარებაში ნამდვილი სახლახო დამცველი რაღაც მშრალ ანგრიშებს კი არ უნდა წერდეს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ განგაშის ზარებს უნდა არისხებდეს, მოვლენებს სახელს არქმევდეს, შეფასებებს აეთებდეს, სართაშორისო ორგანზიაციებს ხვდებოდეს, რეჟიმს ამხელდეს ყველგან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში და ძალადობის ოფიცილაურ პოლიტიკად გადაქცევაში.
თქვენ კი რას აკეთებთ? მშრალ ანგარიშებს წერთ, ფაქტების მშრალი აღწერით. ამისთვისაც მადლობა, მაგრამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება თქვენგან მეტს მოითხოვს და ეს არ გესმით. იმას არავინ ითხოვს, რომ ბარიკადებზე დადგეთ და ნაცების დროინდელი სოზარ სუბარივით ხელისუფლებას აგინოთ, მაგრამ იმას კი ველოდებით, რომ მოვლენებს საკუთარი სახელი დაარქვათ. ამას კი არ, ან ვერ აკეთებთ.
როგორ დავიჯერო, ვერ ხედავთ, რომ ძალადობა ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტკად იქცა და ამას მხოლოდ ფაქტების მშრალი აღწერა ვერ შეაჩერებს?
ის კი არა, თქვენი დღევანდელი პოსტი საერთოდ იმის ეჭვსაც კი მიჩენს, რომ შეიძლება გულში ეთანხმებით კიდეც ხელისუფლების ასეთ მეთოდებს, მათსავით ფიქრობთ, რომ გარეთ ვინც გამოდის, ყველა ნაცია და მეტის ღირსები არიან, უბრლაოდ სახალხო დამცვლეი გქვიათ მაინც და მთლად ამას ვერ იტყვით ხამამღლა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბოლო ნაწილში ვცდები,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.
სრულად წაიკითხეთ სტატია