
“აი, ტელეკომპანია “იმედმა” კიდევ რა ნაძირლობა იკადრა:
რუსეთის პირველ არხზე გავიდა პროპაგანდისტული სიუჟეტი, სადაც აჩვენეს ვიღაც ტიპებმა მოტყუებით როგორ ჩაწერეს სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი.
ამათ ეს თემა ეგრევე აიტაცეს (არც კი დამალეს, რუსული პროპგანდისტული არხის და მაათი ინტერესები ერთმანეთს რომ ემთხვევა), მაგრამ იქ არც სალომე და არც უჩა არაფერს სკანდალურს არ ამბობენ, ამიტომ ადგნენ და პირდაპირ ტყულის მოგონებაზე წავიდნენ:
ნანუაშვილი მათ მოუყვა, რა ხდებოდა აქციებზე, როგორ ძალადობდნენ, როგორ ცემდნენ ხალხს გაურკვეველი დაჯგუფებები შავი ნიღბებით. ამ კონტექსტში ახსენა კერძო დაცვის კომპანიებისგან შედგენილი ძალადობრივი ჯგუფები.
(იცით, არსებობდა მოსაზრება, რომ მოძალადე ნიღბიანები არა პოლოციელები, არამედ სწორედ დაცვის კომპანიების თანამშრომლები იყვნენ და სწორედ ისინი დაიქირავა ხელისუფლებამ ხალხის საცემად.)
ეს მოყვა ნანუშვილმაც ანუ ხელისუფლება მარტო პოლიციელებს კი არ აცემინებდა ხალხს, არამედ ასეთ ნიღბიანი მოძალადე დაჯგუფებებიც არსებობდა ჩვენთანო და რა ქნეს რუსებმა და “იმედმა”?
მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოჭრეს და ხალხს უთხრეს, რომ ყოფილმა სახალხო დამცველმა აღიარა, აქციის ორგანიზატორებს ძალადობრივი დაჯგუფებები ყავდაო.
ხედავთ ხომ ტყუილის და ნაძირლობის მასშტაბს?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.