„მეორე ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო“ - „თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 24
„მეორე ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო“ - „თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს
„თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს:„დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში.გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე“.
სრულად წაიკითხეთ სტატია