მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

Primetime.ge 18 საათი წინ 6
მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. სწავლების მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ. წვრთნა-შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა.სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო ოპერაციების დაგეგმვისა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.დაქვემდებარებული ქვედანაყოფები კი, მართვის პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. მეორე ფაზა აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც ნორიოსა და მარტყოფის საწვრთნელ არეალში განხორციელდა, კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, ზურგში ჩარჩენისა და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია