მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

News.ge 2 კვირის წინ 16
მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“პენალტების სერიაში თბილისის „დინამო” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც მიაღწია: გამოსვლაზე მეკარე ფუტკარაძის დაშვებული შეცდომის შედეგად ვაწაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა, სულ მალე კი ხვადაგიანმა გაიტანა. თუმცა, 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ცეცხლაძე მეურვეს დაუსხლტა, მისი პასით
გეგიაძემ თანაფარდობა აღადგინა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს, ერთხელ ფუტკარაძის კარი ძელმა იხსნა, მეტი გოლი არ გავიდა, ხოლო პენალტების სერიაში “სპაერმა” იმარჯვა.
“სპაერი” კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, თბილისის “დინამო” კი ევროტურნირების გარეშე დარჩა.
სპაერი – დინამო (თბ) 2:2 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4)
გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45:1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)
რა ხდება,ვინ გვყავს პოლიტიკაში? უვიცები ხ პრემიერმინისტრიდან დაწყებული,საოცნებო ტელევიზიის მუშაკებით დამთავრებული.პრეზიდენტი არ ალაპარაკა ერთსაათიან ინტერვიუში ჟურნალისტის პაროდიამ სისულელეებს აბჟუტურებდა,კრიზისია საქართველოში,ორმოცდაათამდე ქალაქში ხალხის გამოსვლებია,ამ ჟურნალისტს არ ესმის ხალხის ტკივილის და სურვილისა ,როგორც უხეშ ,მოსულელო დანიშნულებულებს “მმართველებად”,თქვენ კი ფეხბურთიო,ხალხო უბედურება ქვეყანაში,რას ელით სანამ ჯარებს შემოიყვანს ქვეყნის დამოუკიდებლობის მტერი ოკუპანტი? მართლა ქვეყნის ღალატის,ორჯონიკიძეობის მყრალი სუნი ტრიალებს ქვეყანაში.ქართველი ხალხის სურვილი უმთავრესია,დიდხელფასიანო დანიშნულებაო მართლა ქვეყნის კეთილდღეობის არაკეთილისმსურველები მიერ

სრულად წაიკითხეთ სტატია