მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა

News.ge 2 კვირის წინ 17
მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა

საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“პენალტების სერიაში თბილისის „დინამო” დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც მიაღწია: გამოსვლაზე მეკარე ფუტკარაძის დაშვებული შეცდომის შედეგად ვაწაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა, სულ მალე კი ხვადაგიანმა გაიტანა. თუმცა, 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ცეცხლაძე მეურვეს დაუსხლტა, მისი პასით
გეგიაძემ თანაფარდობა აღადგინა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს, ერთხელ ფუტკარაძის კარი ძელმა იხსნა, მეტი გოლი არ გავიდა, ხოლო პენალტების სერიაში “სპაერმა” იმარჯვა.
სპაერი – დინამო (თბ) 2:2 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4)
გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45:1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)
ძალიანაც კარგი მოხდა, გამოჩნდა რა დონეზეა საქართველოში ფეხბურთის დონე. სპაერმა იბრძოლა და მოიგო. ისე დინამოსთვის კარგი რამ მოხდა თავს აღარ შეირცხვენენ ევროთასებზე, წინა ტურში ფოთმა 3-0 მოუგო. კიდევ გადარჩენილია რომ უმაღლეს ლიგაში დარჩა დინამო. მოკლედ დინამოსღა მარტო სახელი დარჩა სხვა მხრივ ერთი უსახური გუნდია.

სრულად წაიკითხეთ სტატია