"მელიას, ჯაფარიძეს და
ხოშტარიას მივიჩნევ ახალ
ადამიანებად ქართულ
პოლიტიკაში", - ამის შესახებ
პარტია "ახალის"
თანათავმჯდომარემ ნიკა
გვარამიამ სპეციალურად
გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, სადაც განმარტა,
რომ ის კოალიცია
"ცვლილებისთვის"
საპარლამენტო სიაში არ
იქნება.მისი თქმით, ის
რჩება კვლავ კოალიციურ
გაერთიანებაში და
გააგრძელებს პოლიტიკურ
საქმიანობას."მე არ ვიქნები
საარჩევნო სიაში, მიმაჩნია,
რომ უნდა დავრჩე პარტიის,
კოალიციის ლიდერად და
ყველაფერი გავაკეთო
ბიძინა ივანიშვილის
რეჟიმის შეცვლისთვის და
ქვეყნის შემდგომი
განვითარებისთვის. კვლავ
მე ვრჩები კამპანიის
ხელმძღვანელადაც, მე
ვრჩები კოალიციის
ლიდერადაც, მე ვრჩები
პარტია "ახალის" ლიდერადაც,
მაგრამ პარლამენტში მინდა,
რომ გზა გაეხსნას ახალ
ადამიანებს.ჩვენი ქვეყანა
დგას ისტორიულ
გზაგასაყარზე და ჩვენ
პირადი მაგალითებით უნდა
შევქმნათ პრეცედენტები
იმისა, რომ მზად ვართ
ახალია ადამიანები
მართავდნენ ახალ
საქართველოს. ჩემი
კოალიციის ლიდერები -ნიკაც,
ელენეც, ზურაც, მიუხედავად
იმისა, რომ დიდი ხანია
არიან პოლიტიკაში, არ
ყოფილან არცერთი
ხელისუფლების ნაწილი,
ამიტომ მე მათ მკაფიოდ და
ხაზგასმულად მივიჩნევ
ახალ ადამიანებად ქართულ
პოლიტიკაში და მათ ვენდობი
ბოლომდე, მათ კომპეტენციას,
წესიერებასა და
პატრიოტიზმს", - განაცხადა
ნიკა გვარამიამ.