მედიკამენტების 7 ჯგუფი, რომლებიც შეუთავსებელია ყავასთან

Primetime.ge 2 თვის წინ 40
მედიკამენტების 7 ჯგუფი, რომლებიც შეუთავსებელია ყავასთან
ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი ჯენიფერ ბურჟუა განმარტავს: ყავამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ითვისებს და ამუშავებს ორგანიზმი ზოგიერთ პრეპარატს. მაგალითად, ყავა აჩქარებს კუჭის დაცლას, ამიტომ მედიკამენტებმა შეიძლება უბრალოდ ვერ მოასწროს შეწოვა.გარდა ამისა, ყავა კონკურენციას უწევს პრეპარატებს, რომლებიც ღვიძლის ფერმენტებით (განსაკუთრებით CYP1A2) მეტაბოლიზდება. ამის გამო, სისხლში წამლის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც არასასურველია. კოფეინის გამო მცირდება კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების და ზოგჯერ ანტიდეპრესანტების ეფექტურობა, უარესდება რკინის და სტატინების შეწოვა, მცირდება ბენზოდიაზეპინების სედატიური მოქმედება.ეს არ ნიშნავს, რომ ყავაზე საერთოდ უნდა თქვათ უარი, უბრალოდ, მედიკამენტების მიღებისა და სასმლის დრო უნდა შეცვალოთ. აი, რა მედიკამენტები შეიძლება შევიდეს კონფლიქტში კოფეინთან:1. ანტიდეპრესანტებიზოგიერთი ანტიდეპრესანტი კოფეინის მსგავსი ფერმენტის მიერ იშლება. თუ ყავასთან ერთად დალევთ, მედიკამენტი შესაძლოა უფრო დიდხანს დარჩეს ორგანიზმში, რაც იწვევს მომატებულ ნერვიულობასა და შფოთვას. ამიტომ, ყურადღებით იყავით.2. პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლისთვისჰიპოთირეოზის დროს ინიშნება ლევოთიროქსინი, მაგრამ ყავა მნიშვნელოვნად ამცირებს მის შეწოვას, 50%-მდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და „დაბინდული“ ცნობიერება. სპეციალისტები გვირჩევენ, ყავა დალიოთ მედიკამენტის მიღებიდან 30-დან 60 წუთის შემდეგ.3. ოსტეოპოროზის მედიკამენტებიპრეპარატები, როგორიცაა რიზედრონატი და ალენდრონატი, არ უნდა მიიღოთ ყავასთან (თუნდაც უკოფეინო), რძესთან ან წვენთან ერთად. ისინი ამცირებენ მკურნალობის ეფექტურობას. უმჯობესია ამისთვის ყოველთვის ჩვეულებრივი წყალი გამოიყენოთ.4. გაციებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებიფსევდოეფედრინი, პოპულარული ურეცეპტო პრეპარატი ცხვირის გაჭედვის დროს, ისევე როგორც კოფეინი, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ერთად მათ შეუძლიათ გამოიწვიონ შფოთვა და ნერვიულობა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დიაბეტით დაავადებულები - კომბინაცია ზრდის შაქრის დონეს და სხეულის ტემპერატურას.5. ანტიფსიქოზური პრეპარატებიყავამ შეიძლება ხელი შეუშალოს ანტიფსიქოტიკების, მაგალითად, კლოზაპინის მეტაბოლიზმს. 2-3 ფინჯან ყავასთან ერთად მიღებისას, კლოზაპინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება თითქმის გაორმაგდეს, რაც გავლენას ახდენს მკურნალობის ეფექტურობაზე. განაგრძეთ კითხვა...
სრულად წაიკითხეთ სტატია