ევროკომისიამ აღიარა, რომ
„კლიმატის ცვლილებასთან
ბრძოლისთვის“ განკუთვნილი
ევროკავშირის ფონდები
გამოიყენა მემარცხენე
არასამთავრობო და
კლიმატის ორგანიზაციების
დასაფინანსებლად, რათა
საიდუმლო გავლენის
ოპერაციის ფარგლებში
ჩაეხშო ევროპელი
კონსერვატორების ხმები.
ამის შესახებ ინფორმაციას
ავსტრიული გამოცემა eXXpress-ი
ავრცელებს, რომელზე
დაყრდნობითაც პორტალმა
Visegrád 24-მა მასალა
გამოაქვეყნა.eXXpress-ის ცნობით,
საუბარია სახსრებზე LIFE
პროგრამიდან, რომელიც
გარემოსდაცვითი
ინიციატივების
დასაფინანსებლად არის
განკუთვნილი. 2014 წლიდან ამ
პროგრამის საერთო ბიუჯეტი
ცხრა მილიარდი ევრო იყო.
როგორც გამოძიებამ აჩვენა,
ამ პროგრამის ფარგლებში
გამოყოფილი თანხების
ნაწილი ევროპაში
კონსერვატიული და
ევროსკეპტიკური
პოლიტიკური ძალების
წინააღმდეგ მიმართული
საინფორმაციო კამპანიების
დასაფინანსებლად
გამოიყენებოდა.ევროკომისიამ
ამ საკითხზე მოკლე
განცხადება გაავრცელა:
„კომისია მიიჩნევს, რომ
აქტივისტური
ორგანიზაციების მიერ
წარმოდგენილი სამუშაო
პროგრამები შეიცავდა
შეუსაბამო ლობისტურ
საქმიანობას“.შიდა
დოკუმენტების თანახმად,
სამიზნე კამპანიები
შემუშავდა ევროკავშირის
სააგენტოებსა და კლიმატურ
არასამთავრობო
ორგანიზაციებს შორის
თანამშრომლობით, მათ შორის,
დაგეგმილი იყო, თუ რომელი
კრიტიკოსები გახდებოდნენ
სამიზნეები.„ჩვენ ამას
ვხედავთ, როგორც აშკარა
შეცდომას როგორც
ევროკავშირის ცალკეული
მოხელეების, ისე
ორგანიზაციების მხრიდან“,
– განუცხადა
კონსერვატიული EPP ჯგუფის
გარემოს დაცვის პოლიტიკის
წარმომადგენელმა, პეტერ
ლიზემ გაზეთ eXXpress-ს და
დასძინა, რომ
„ევროკავშირის ფონდების
ბოროტად გამოყენება უნდა
შეწყდეს“.„ევროკომისიის
თანახმად, LIFE პროგრამაში
შეტანილი იქნება
ცვლილებები სამომავლო
გადაცდომების თავიდან
ასაცილებლად.
ევროკავშირის
ინსტიტუტების მიერ
სუბსიდირებული ლობირების
ამკრძალავი
სახელმძღვანელო
მითითებები უკვე
შემოღებულ იქნა 2024 წლის
შემოდგომაზე, თუმცა მხოლოდ
ახლა დადასტურდა საჯაროდ
დარღვევები“, – ნათქვამია
Visegrád 24-ის მასალაში.პორტალ
Visegrád 24-ის თანახმად, LIFE
პროგრამიდან
დაფინანსებული
ორგანიზაციებისა და
არასამთავრობოების მხოლოდ
მესამედი აცხადებს ღიად
თავის შემოსავალს და იმას,
თუ როგორ გამოიყენება ეს
თანხები, რამაც გამოიწვია
კრიტიკა გამჭვირვალობის
ნაკლებობის გამო.ამასთან,
გამოცემა წერს, რომ
ევროკავშირის კლიმატის
ყოფილმა კომისარმა, ფრანს
ტიმერმანსმა
გარემოსდაცვით
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან საიდუმლო
კონტრაქტები შექმნა. ეს
კონტრაქტები მოიცავდა
დეტალურ ლობისტურ გეგმებს,
სადაც განსაზღვრული იყო
სამიზნეები და
მიზნები.„არასამთავრობო
ორგანიზაციებს მითითება
ჰქონდათ, ყურადღება
გაემახვილებინათ „მწვანე
შეთანხმების“
კრიტიკოსებზე, როგორებიც
არიან კონსერვატიული
ევროპარლამენტარები,
ეროვნული პოლიტიკოსები ან
პარტიები. მაგალითად,
ევროპის გარემოს დაცვის
ბიუროს (EEB), არასამთავრობო
ორგანიზაციების მსხვილ
ქსელს, ბრალად ედება
ევროპარლამენტის
გადაწყვეტილებებზე
გავლენის მოხდენა იმ
დეპუტატების მიზანში
ამოღებით, რომლებიც
ეწინააღმდეგებოდნენ
ამბიციურ გარემოსდაცვით
კანონებს“, – წერს
გამოცემა.როგორც პორტალი
Visegrád 24 წერს, ევროკომისია
არასამთავრობო
ორგანიზაციებს
აფინანსებდა გარკვეული
პირობებით: ამ
ორგანიზაციებს
მოეთხოვებოდათ, თავიანთი
საქმიანობა ევროკომისიის
პოლიტიკურ მიზნებზე
მოერგოთ. კერძოდ, მათ უნდა
გამოეყენებინათ ფარული
ლობირება, შეექმნათ
სპეციალური კამპანიები
საზოგადოებრივი აზრის
შესაცვლელად და ზეწოლა
მოეხდინათ
გადაწყვეტილების მიმღებ
პირებზე. ყველაფერი ეს
მიმართული იყო იმ
ადამიანების წინააღმდეგ,
რომლებიც „მწვანე
შეთანხმების“ კრიტიკოსები
იყვნენ.„ეს მოიცავდა ისეთი
ნარატივების მიწოდებას,
რომლებიც ოპონენტებს
წარმოაჩენდა გარემოს
მტრებად ან პროგრესის
წინააღმდეგ მებრძოლებად,
რითიც ეფექტურად ზღუდავდა
მათ გავლენას“, – წერს Visegrád
24.მათივე ცნობით, LIFE
პროგრამის ფარგლებში
ყოველწლიურად 15,5 მილიონი
ევრო იგზავნებოდა
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ამ
კოორდინაციის
განსახორციელებლად.„ევროპარლამენტის
სამი უმსხვილესი
კონსერვატიული პარტიული
ჯგუფი — EPP, ECR-ი და PfE
მოითხოვენ კომისიის
დაფინანსების პრაქტიკის
წინააღმდეგ რეაგირებას. 2025
წლის დასაწყისში EPP-ს, ECR-ისა
და PfE-ს ევროპარლამენტარები
დაემუქრნენ LIFE-ს
ყოველწლიური 15,6 მილიონი
ევროს დაფინანსების
გაყინვით 30-მდე
გარემოსდაცვითი
არასამთავრობო
ორგანიზაციისთვის.
ევროპარლამენტარებმა
მოითხოვეს
ანგარიშვალდებულება და
განაცხადეს, რომ კომისიის
გარემოს დაცვის
გენერალური დირექტორატი
საიდუმლოდ უხდიდა
არასამთავრობო
ორგანიზაციებს უფრო
მკაცრი კლიმატური
პოლიტიკის ლობირებისთვის,
რითიც ძირს უთხრიდა
ევროპარლამენტისა და
ეროვნული პარლამენტების
საკანონმდებლო
დამოუკიდებლობას“, – წერს
Visegrád 24.