ღიმილის მომგვრელია ყველა
ის შენიშვნა, რომლებიც
რადიკალებს მედიასთან
დაკავშირებით მომზადებულ
ცვლილებებზე აქვთ, – ამის
შესახებ პარლამენტის
საპროცედურო კომიტეტის
თავმჯდომარემ, დავით
მათიკაშვილმა
განაცხადა.მათიკაშვილის
თქმით, მედიასთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო
ინიციატივის მიზანია
დეზინფორმაციის
გავრცელების
პრევენცია.„ისინი ამბობენ,
რომ ეს არის ცენზურა, თუმცა
ამით იმას ამბობენ, რომ დიდ
ბრიტანეთში ცენზურა
მოქმედებს, რომელიც
ყველაზე უფრო დემოკრატიულ
ქვეყნად ითვლება. მედიის
საქმიანობის თაობაზე იქ
მოქმედი წესი მისაღებია.
ჩვენი მიზანი ერთადერთია –
პრევენცია იყოს
დეზინფორმაციის
გავრცელების და ამ გზით
საზოგადოება დავიცვათ“, –
განაცხადა მათიკაშვილმა.